Part 7

165 23 2
                                    

-უთხარი, რომ ახლავე გამოვალ - ჯონგინმა ისე უპასუხა თვალი არ მოუშორებია უცნობისთვის
-გადავცემ- შავებში გამოწყობილი გაგეცალათ, შენ კი იგრძენი როგორ აკანკალდი უფრო მეტად.
-ეი, რაგჭირს? ხომ იცი რა ქათამიცაა თემინი, ვერაფერს დამიშავებს - ადგა და შენთან მოვიდა - არ ინერვიულო, კარგი? -  ჩამოყრილი თმა ყურზე გადაგიწია
- შენ თემინს არ იცნობ, ჯონგინ. ის ერთხელ ნახე. არ იცი რა საზიზღარი პიროვნებაა, ისე შეუძლია სულში ჩაგაფურთხოს, თვალიც არ დაუხამხამდება. არ გახვიდე, გეხვეწები და უკანა კარიდან გავიდეთ
-მას დავემალო? რატომ, მისი არ მეშინია...ბოლოსდაბოლოს გავაგებინებ, რომ მისი საკუთრება ვერასდროს გახდები - შუბლზე გაკოცა და სწრაფი ნაბიჯებით გარეთ გავიდა, შენც მას გაყევი
-ჯონგინი და ჩემი სიყვარული ერთად, რესტორანში? - თემინს გახედე და დაინახე მის უკან რამოდენიმე ბიჭი, რამაც ისე შეგაშინა, გეგონა ენა ჩაგივარდა და ვერასდროს დაილაპარაკებდი.
-შ/ს, რესტორანში შებრუნდი! - ჯონგინმა ისე გითხრა, შენკენ არც გამოუხედავს.
-არა, არ დაგტოვებ... გთხოვ - ჯონგინმა მხოლოდ შემოგხედა და თემინს მიუბრუნდა
-ამდენად საცოდავი ხარ თემინ? ამდენად, რომ მარტო ჩემთან ვერაფერს გახდი და სალაპარაკოდ ეს ხალხიც მოიყვანე?
-მე გითხარი, რომ არ შეგარჩენდი ახლა შენს თავს დააბრალე რაც მოგივა
-და რა მომივა?
-თუ ჩემი და შ/ს-ს ურთიერთობაში ჩარევას გააგრძელებ, აქვე მოგკლავ. არ გამიჭირდება
-მას არ უყვარხარ, ძალით ვერაფერს გახდები
-ანუ გააგრძელებ, მაშინ მიიღებ კიდეც - თემინს უნდოდა ჯონგინისთვის დაერტყა, მაგრამ მან ხელი დაუჭირა
დაითვალე, ზუსტად ხუთი ბიჭი ცდილობდა ჯონგინის ცემას, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე გეგონა და დარტყმებსაც იგერიებდა.
არ იცოდი რა გაგეკეთებინა მხოლოდ ტიროდი
ბოლოს ბექიონი გაგახსენდა და მასთან დარეკე
-ბექიონ ჩქარა უნდა მოხვიდე, გესმის?
-შ/ს? რატომ ტირი რა ხდება?
-ახლა კითხვების დრო არ არის, მისამართს მოგწერ და რაც შეიძლება ჩქარა მოდი.

ბექიონს მისამართი მისწერე, მაგრამ როცა დაინახე, როგორ მოხვდა ჯონგინს და როგორ ჩაიკეცა, გონს მოხვედი
-რა სულელი ვარ, პოლიციას აქამდე როგორ არ დავურეკე, რა იდიოტი ვარ, ღმერთო - შენს თავს ლანძღავდი. ცრემლების ნაკადი შენი თვალებიდან იზრდებოდა.
~~~~~~
ბექიონი მალევე მოვიდა და როგორც კი მიხვდა რა ხდებოდა ჯონგინთან მისახმარებლად გაიქცა. თემინი და ბიჭები კი ისე გავარდნენ, როცა პოლიციის ხმა გაიგეს, რომ ალბათ ისინი ვერ შეძლებდნენ დაწეოდნენ

იმ წამსვე მიხვედი იმ ადგილას სადაც ბექიონი და ჯონგინი იყვნენ.
ბექიონმა ჯონგინი წამოაყენა
ერთ-ერთი პოლიციელი მოგიახლოვდათ და ჩვენება გთხოვათ
შენც ყველაფერი უთხარი
-მაგ ბიჭს, ანუ გამახსენეთ რა ქვია?
-ლი თემინი
-ჯარიმას დავაკისრებთ, სხვა შემთხვევაში, ამაზე ციხე არ არის - მის სიტყვებზე ამოიხვნეშე, რადგან იცოდი კიდევ ბევრი რამ უნდა გადაგეტანა თემინის გამო.
-ბექიონ, ჯონგინი ჩემთან წავიყვანოთ სახლში, ჭრილობები უნდა დავუმუშავო.

Best friend's boyfriend ⚠️Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon