Part 3

214 27 1
                                    

ადგილზე გაიყინე, თითქოს სამყაროსთან კავშირი გაწყვიტე.
გინდოდა გეთქვა, რომ კი ის იმ წამსვე შეგიყვარდა, როგორც კი დაინახე.
რომ მაშინ მიხვდი, რა იყო სიყვარული.
რომ მისი ცქერა არ გბეზრდებოდა.
მაგრამ, ამ ყველაფერს ალბათ ვერასდროს ეტყოდი.
ის ხომ შენი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული იყო, იმ ადამიანის, რომელიც გეხმარებოდა ყველა სირთულის გადატანაში.
ახლა რომ კი გეთქვა, ელინორთან ყველაფერი მორჩებოდა, ამიტომ თავს ძალა დაატანე და შენს თავს გადააბიჯე.

-არ მესმის, ჯონგინ. რას ამბობ?
-მშვენივრად გაიგე
-როგორც მეგობარი, რათქმაუნდა მიყვარხარ-ბოლო სიტყვა ჩუმად თქვი და ეს მანაც შეამჩნია.
-მე სხვა სიყვარულზე მაქვს საუბარი და შენ ესეც მშვენივრად გაიგე.
-ვერ გაგიგე, უბრალოდ წადი,გთხოვ.
-შენი ქცევები საპირისპიროს ამტკიცებს
-და რომელი ქცევები?
-შენი თვალები, გამოხედვა. შენს გულის ცემას რამოდენიმე მეტრის დაშორებითაც კი ვგრძნობ, - თვალებში გიყურებდა და ისე გელაპარაკებოდა - მას ახლაც ვგრძნობ - გულთან ხელი დაგადო, შენ კი სწრაფად მოაშორებინე, რადგან რასაც ამბობდა ყველაფერი სრული სიმართლე იყო... მწარე სიმართლე.
-ჯონგინ, გთხოვ... არასწორია, ამაზე რომ მელაპარაკები...
- კარგი მაშინ მითხარი რომ ყველაფერი, რაც მე ვთქვი აბსურდია
თვალები ქვემოთ დახარე და ეცადე მტკიცედ გეპასუხა
-კი..
-შემომხედე და ისე, ისიც არ შეგიძლია თვალი გამისწორო?
თვალებში შეხედე.
-კი, რაც თქვი ყველაფერი აბსურ...- სიტყვა ვერ დაასრულე, ჯონგინმა შემოგხედა და ირონიულად გაგიღიმა.
-წადი, გთხოვ - ჩუმად ჩაილაპარაკე და ჯონგინს მუდარით შეხედე.
ისიც ადგა და კარებისკენ წავიდა, მაგრამ გაჩერდა
-რა ჯანდაბისთვის გაჩერდი?...- არაფერი გიპასუხა, მობრუნდა შენკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა და ტუჩებში ნაზად გაკოცა.
თვალები გაგიფართოვდა გაკვირვებისგან, გინდოდა მოგეშორებინა, მაგრამ ეს ვერ შეძელი, უფრო მეტიც კოცნაში აყევი...


წავიდა ინტრიგა ;დ

Best friend's boyfriend ⚠️Where stories live. Discover now