Part 5

191 21 0
                                    

შ/ს - თემინმა გამოგხედა და გაგიღიმა - როგორ მომენატრე - შენსკენ ორი ნაბიჯი გადმოდგა, შენც იგივე გააკეთე ოღონდ უკან დაიხიე
- შენ ჩემი გეშინია? ჯანდაბა.. ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ, სიყვარული, რომელსაც 5 წელია ვერაფერი მოვუხერხე.
-თემინ, ამაზე ხომ იმდენჯერ ვილაპარაკეთ, რომ მე ჩვენი დიალოგები დაზეპირებულიც კი მაქვს.
- მე არ შემიძლია, გესმის? მიყვარხარ! 25 წლის ვარ, როცა შემიყვარდი 20 წლის თავნება ბიჭი ვიყავი, რომელსაც ეგონა ეს სიყვარული ორ დღეში გადაუვლიდა, მაგრამ შენ სხვა ხარ. ულამაზესი, როგორც გარეგნულად ასევე შინაგანად - ისევ შენკენ წამოვიდა
-თემინ! გეყოფა გაუთავებელი ლაქლაქი იმაზე თუ რამდენად გიყვარვარ, არ მაინტერესებს გესმის? ხო მე შენი მეშინია, იმდენჯერ სცადე ნებით თუ არა ძალით მაინც ვყოფილიყავი შენთან, რომ უკვე მეშინია.
თემინი გიახლოვდებოდა შენ კი უკან იხევდი იქამდე სანამ ზურგით კედელს არ აეკარი
ის მოგიახლოვდა და ყელზე ნაზად ჩამოგისვა თითი, შემდეგ კი იმავე ადგილას გაკოცა. ეცადე მოგეშორებინა და ხელებით მკერდზე მიაწექი, მაგრამ ის შენზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა
-დიდი ხანი ვითმინე, ეს ბევრს ნიშნავს ჩემნაირი ბიჭისთვის. ბევრი გელოდე, მინდა ერთხელ და სამუდამოდ ჩემი გერქვას -  შემოგხედა, მის თვალებში ნაპერწკალი დაინახე, რამაც შეგაშინა.
ისევ დაეწაფა შენს ყელს, შენ კი ბოლო-ბოლო მოთმინება ამოგეწურა და ხმას აუწიე
-შემეშვი, მომაშორე შენი ბინძური ხელები
-ვერ ვხვდები, ასეთი რა დავაშავე რომ თავი ვერ შეგაყვარე
-მეზიზღები, ლი თემინ! - უყვირე, როცა სახეზე ძლიერი ტკივილი იგრძენი...
მან შენ სახეში დაგარტყა. ხელი ლოყაზე მიიდე და თვალები აგიცრემლიანდა,ლოყა კი გაგიხურდა.
-ჭკუიდან არ შემშალო, შ/ს! შემომხედე- მისი მაღალი ტონის მიუხედავად, შენ თავს ჯიუტად არ წევდი
-გინდა უარესად დაგარტყა? - თავი უხეშად აგაწევინა და მთელი სახე დაგიკოცნა
-ცეცხლს ეთამაშები იცოდე,
შ/ს, როცა მსგავს რაღაცეებს მეუბნები
-ცეცხლს აქ ვინც ეთამაშება მხოლოდ შენ ხარ, ნუთუ არ გეშინია, რომ ეგ ცეცხლი დაგწვავს? - ნაცნობი ხმისკენ მიიხედე და კართან მდგომი ჯონგინი დაინახე, მისი აქ ყოფნა ძალიან გაგიკვირდა.
-შენ აქ... შენ და ელინორი ხომ წახ... - თემინმა სიტყვა ვერ დაასრულა,  ჯონგინმა ლაპარაკი არ აცადა, მივარდა, საყელოში წვდა და კედელს მიანარცხა
-შენი დედაც, როგორ გაბედე და მას შეეხე - ჯონგინმა ყბაში უთავაზა, რაზეც თემინს ხმამაღალი ოხვრა აღმოხდა.
შენ ჯონგინთან სწრაფად მიხვედი და მისი მოშორება სცადე, ის გიჟს გავდა... არ ჩერდებოდა, იგინებოდა და თემინს ისე ურტყამდა, გეგონა მალე მოკლავდა.
-ჯონგინ, გთხოვ ასე მოკვდება, გემუდარები- იქამდე არ გაჩერდა სანამ ტირილი არ დაიწყე.
ჩაიმუხლა და ჩაგიხუტა.
-ნაბიჭვარო, აქ ნუღარ გხედავ. წაეთრიე, შენი დედაც - ჯონგინმა თემინს გახედა - ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახონ მის სიახლოვეს, გაიგე?
თემინი ძლივს-ძვლივობით წამოდგა
-ამას ასე არ დავტოვებ, კიმ ჯონგინ. ისევ შევხვდებით
-მოუთმენლად ველოდები.
~~~~~~~~~~
-შ/ს, კარგად ხარ?
-მადლობა, ჯონგინ..ყველაფერი რიგზეა
-შენი სახე.. გტკივა? - ლოყაზე ხელი დაგადო
-აღარ, გამიარა - გაუღიმე, საპასუხოდ მანაც გაგიღიმა
-ის ვეღარ მოგეკარება. გპირდები, რადაც არუნდა დამიჯდეს, ვერაფერს დაგიშავებს.
-ჩემზე ასე რატომ ზრუნავ?
-უბრალოდ... - შეამჩნიე როგორ დაიბნა- მე უბრალოდ ვზრუნავ, არაფერია.
-მადლობა ყველაფრისთვის, მაინც რატომ მობრუნდი?
-ეგ ტიპი არ მომეწონა, არ მინდოდა მასთან მარტო დარჩენილიყავი და ჩემი ეჭვები გამართლდა კიდეც.

უფრო მჭიდროდ მოხვიე ხელები, მიუხედავად იმისა რომ ეს არც ისე სწორად გეჩვენებოდა ახლა ნამდვილად გჭირდებოდა მისი ჩახუტება.
-ძალიან საყვარელი ხარ - შენთვის ჩაიჩურჩულე, მაგრამ მიხვდი რომ მანაც გაიგო, რადგან გაეცინა.

----------
ჯონგინი წავიდა, შენ მარტო დარჩი. სანამ წავიდოდა, დაგიბარა რომ კარი ჩაგეკეტა და ფრთხილად ყოფილიყავი.
ძალიან საყვარლად გექცეოდა, რის გამოც შენი გრძნობები მის მიმართ იზრდებოდა და შენი შიშიც მატულობდა მეგობრის დაკარგვის გამო.

ცოტახანი ფილმს უყურე და ასეთი საშინელი დღის შემდეგ ძლივს მოახერხე დაძინება.

Best friend's boyfriend ⚠️Where stories live. Discover now