ჯონგინი შენთან სახლში მიიყვანეთ და დივანზე დააწვინეთ
-შ/ს დახმარება გჭირდება?
-არა, ბექიონ. მე თვითონ მივხედავ
-კარგი, მაშინ მე წავალ, უკვე გვიანია.
-მადლობა ბექი, მიყვარხარ- ბექიონს მჭიდროდ მოეხვიე, მანაც იგივე გააკეთა
-მეც მიყვარხარ, ხვალამდე.~~~~~~~~~~
-შ/ს - ჯონგინის სუსტი ხმა გაიგე
-გისმენ, აქ ვარ პირველადი დახმარების ყუთი მოვიტანე, უნდა დაგიმუშავო.
-მეტკინება?
-ცოტა - ბამბით შუბლზე ნაკაწრის გასუფთავება დაიწყე
-ჰ, მეტკინა - პატარა ბავშვივით გაიბუტა, რაზეც ჩაგეცინა.
-სულელო, ბავშვი ხომ არ ხარ.
ცოტა გაუძელი
-ჰო, ვცდილობ
შუბლზე ლეიკოპლასტი დააკარი და ტუჩზე გადადი. ცდილობდი ფრთხილად გემოქმედა.
-შ/ს... მოყოლა ვერ მოვასწარი.
-ჩშშ, მერე მეტყვი, ახლა დასვენება გჭირდება
-არა, ყველაფერი უნდა იცოდე, ასე აღარ შემიძლია
-რაზე ლაპარაკობ...
-უბრალოდ მოგიყვები და ყველაფერს გაიგებ... არ გამაწყვეტინო.
-კარგი გისმენ.
-მოკლედ, 8თვის წინ გნახე პირველად... მაშინ არ ვიცოდი არაფერი შენზე, იმ კაფეში გნახე, სადაც ელინორმა შენი თავი 'გამაცნო'. მეორე დღესაც გნახე, მივხვდი რომ შემიყვარდი. არ მჯეროდა პირველივე ნახვით სიყვარულის, მაგრამ შენმა სილამაზემ ყველაფერი გადაწონა. შენ ვერ შემამჩნიე, მაგრამ მე შენს გარდა ვერავის ვხედავდი და ვერც ახლა ვხედავ. გავიგე, რომ ელინორთან მეგობრობდი და ეს იმისთვის დამჭირდა, რომ მისგან შენზე ყველაფერი გამეგო და გამეცანი. როცა შენზე მომიყვა, უკვირდა კიდეც, რატომ ვლაპარაკობდი მასთან გაუთავებლად გოგოზე რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი და ამაზე სულ ეჭვიანობდა. ვიცი, ცუდად მოვიქეცი. ნამდვილი ნაბიჭვარივით რადგან შენი საუკეთესო მეგობრის გამოყენებით შენთან დაახლოვება მინდოდა. მაპატიე, უბრალოდ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, დღითიდღე უფრო მიყვარდები და ვიცი, რომ შენს გადაყვარებას ვერასდროს შევძლებ...
-... რა... რა ჯანდაბაა? დამცინი?
-სრული სერიოზულობით ვამბობ, ნეტავ ახლა მართლა ვხუმრობდე...
-ეს რატომ გააკეთე? მერე ელინორი? მას ხომ უყვარხარ?
-მაგრამ მე არ მიყვარს... ხო იდიოტი ვარ, მაგრამ არ მიყვარს, იმდენად დავბრმავდი შენს გამო არ ვიცოდი რას ვაკეთებდი...
-ჯანდაბა, ჯონგინ.... ეს რა გააკეთე
-შენც ხომ გიყვარვარ? ვიცი რომ კი, უბრალოდ სასიცოცხლოდ მჭირდება ამის გაგონება შენგან.
-გეყოფა, დაისვენე და ამაზე მერე ვილაპარაკოთ- ადექი და წასვლას აპირებდი, როცა ჯონგინმა ხელი მოგკიდა და მის ზემოდან მოგიქცია.
ერთმანეთთან იმდენად ახლოს იყავით, რომ მის სუნთქვას სახეზე გრძნობდი.
-ასე მინდა დასვენება - სახე შენთან უფრო ახლოს მოიტანა და ცხვირზე გაკოცა. პომიდორივით გაწითლდი.
თავი მის გულთან დაგადებინა და თმაზე მოფერება დაგიწყო.ვერ გაიგე როდის, მაგრამ ჩაგეძინა.
YOU ARE READING
Best friend's boyfriend ⚠️
Fanfictionროგორ განვითარდება მოვლენები, როცა საუკეთესო მეგობრის შეყვარებული გიყვარდება?