გაგეღვიძა თუ არა ადექი და საუზმის მომზადება დაიწყე.
მძინარე ჯონგინს დახედე და ჩაგეცინა, ისე საყვარლად ეძინა.
(ბუშტი ეს🥺💙)უნდა გაბრაზებულიყავი მასზე, მაგრამ მსგავს ვერაფერს განიცდიდი, პირიქით გრძნობდი რომ უფრო შეგიყვარდა ამ ორ დღეში.
ჯერ კიდევ მძინარე ჯონგინის ყურებაში იყავი გართული, როცა კარზე ზარის ხმა გაიგე.
გააღე და კარში მდგომი ელინორი დაინახე, რომელიც ტუჩს ნერვიულად კბენდა.
-სად არის ჩემი შეყვარებული?
ეს არ უნდა გაღიზიანებდეს, ჯონგინი ამ მომენტში მართლა მისი "შეყვარებული" გამოდიოდა მაგრამ ვერ აიტანე, ის რომ ელინორი ჯონგინს წარამარა თავის შეყვარებულად მოიხსენიებდა.
-დივანზე- უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტე და მაგიდის გაშლას მიუბრუნდი.
დაინახე როგორ ეფერებოდა ელინორი ჯონგინს, რაზეც ის ოდნავ შეიშმუშნა და საბოლოოდ თვალები გაახილა.
-ჯონგინ, როგორ ხარ?
-შენ აქ რა გინდა? - გაოცებული უყურებდა ელინორს, ჯერ კიდევ ძილიდან ვერ გამორკვეულიყო.
-მე რა მინდა? როგორ თუ რა მინდა, შენი შეყვარებული ვარ და რათქმაუნდა შენთან მინდა.
-მაგაზე ვილაპარაკებთ, ოღონდ აქ არა - ჯონგინმა შემოგხედა, რაზეც შენ გვერდით გაიხედე, რადგან მისი მზერისთვის თვალი აგერიდებინა.
-რაზე?
-მერე თქო, წავედით - ჯონგინმა ელინორს ხელი მოკიდა და კარისკენ წაიყვანა - გარეთ იყავი, შ/ს-ს დავემშვიდობები და გამოვალ
-მოიცა მეც მოვ... - სანამ ელინორი რამეს იტყოდა ჯონგინმა კარი მიუხურა.
-ჯონგინ, რას აკეთებ? ასე ნუ ექცევი.
-ცოტახანში მოვალ უნდა ვილაპარაკოთ - ლოყაზე ნაზად მოგისვა ხელი და გარეთ გავიდა.ნერვები მოგეშალა. რატომ ხდებოდა ყოველთვის ასე? შენს ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი თავდაყირა იყო.
ახლაც, პირველად შეგიყვარდა ბიჭი, მასაც იგივე გრძნობები აქვს, მაგრამ ერთად ვერ იქნებით... ჰო, შეიძლება ყველაფერი ჯონგინის ბრალი იყო, მაგრამ შენ მას მაინც ვერ ადანაშაულებდი.წიგნის კითხვაში იყავი გართული, როცა კარზე ზარი ხმა გაიგე.
"ალბათ ჯონგინია" - გაიფიქრე შენთვის და კარის გასაღებად გაემართე.-ჯონგინ- კარის გაღებისთანავე დაიძახე, მაგრამ იქ სულ სხვა სანახაობა დაგხვდა.
თემინმა ქვემოდან ამოგხედა და ეშმაკურად გაგიღიმა.
-გამარჯობა, შ/ს. იმედები გაგიცრუე არა? ჯონგინს ელოდებოდი, ხო? - უკან მთელი ძალით გაგწია და სახლში შემოვიდა.
-არ გეყო, რაც გააკეთე?
-რათქმაუნდა, არა. მე შენ მინდიხარ. სანამ იმას არ მივიღებ რაც მინდა არ გავჩერდები
-ხოდა ნაგავი ხარ
თემინი თმაში გწვდა, რაზეც ამოიკვნესე
-უუუ, შენი კვნესა საინტერესოა. მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, წამოეთრიე. - ერთი ხელი თმაში ქონდა, მეორეს პირზე გიჭერდა, რომ არ გეკივლა. მანქანაში "ჩაგტენა".-წავედით, ჩვენ ცოტას ვილაპარაკებთ, ცოტას გავერთობით და ბოლობოლო გაერკვევი იმაში რომ მე გიყვარვარ და ჩემთან ყოფნა გინდა.
-ფსიქოპატი ხარ... მეცოდები. არ გეგონოს ყველაფერი შეგრჩება, ჯონგინი გიპოვის და..
-მოკეტე!!! - ისე დაამუხრუჭა, რამის მანქანის მინა თავით გაიტანე- მოკეტე, მეორედ მისი სახელი აღარ ახსენო, თორემ დაგარტყავ, იცოდე თავს ვერ გავაკონტროლებ.ხმა ვეღარ ამოიღე, უკვე ცრემლები გახრჩობდა.
თემინმა მანქანა რაღაც სახლთან მიაყენა და გადმოსვლა გიბრძანა.
- აქ მარტო ჩვენ ვიქნებით. მე და შენ.შენც მის ნებას დაემორჩილე, სხვა შემთხვევაში ის რამეს დაგიშავებდა.
სახლი კარგად მოათვალიერე, ყველაფერი თანამედროვედ იყო მოწყობილი.
-ნუ ტირი, მაპატიე. მაპატიე...
თემინმა სახეზე მოფერება დაგიწყო...
YOU ARE READING
Best friend's boyfriend ⚠️
Fanfictionროგორ განვითარდება მოვლენები, როცა საუკეთესო მეგობრის შეყვარებული გიყვარდება?