Part 4

204 26 2
                                    

კოცნა შენი ტელეფონის ხმამ გაგაწყვეტინათ.
ჯონგინს სწრაფად მოშორდი და ტელეფონს დახედე
ესემესი ელინორისგან იყო

ელი: ჩამოვედი და შენთან მოვდივარ, იმედია შენ და ჯონგინმა არ მოიწყინეთ...
შ/ს: გელოდები.

-ჯონგინ... ეს ყველაფერი.. ხომ იცი... ჩვენ ცუდად მოვიქეცით და დავივიწყოთ
-ამის დავიწყებას ნუ მთხოვ.

ვერ ხვდებოდი რა ემართებოდა ჯონგინს, ან ასე რატომ გელაპარაკებოდა. ნუთუ დაგცინოდა...

-ჯონგინ, ელი მოდის... თითქოს ეს ყველაფერი არ მომხდარა..
-მერე ვილაპარაკებთ

გინდოდა კიდევ რამე გეთქვა იმაზე, თუ რა არასწორად მოიქეცით რამოდენიმე წუთის წინ, მაგრამ ამ დროს კარში ელინორი გამოჩნდა.

-ჩამოვედიი, რა ქენით? - ელინორმა თბილად გაგიღიმათ
-ჩვენ.... - ენა დაგება და არ იცოდი რა გეთქვა
-შ/ს-მ შენი საყვარელი ბლინები გააკეთა, მეც გავსინჯე. ძალიან მომეწონა- ჯონგინმა გიშველა, თორემ შეიძლება რამე წამოგცდენოდა

-მაშინ ოთხივე მივუსხდეთ მაგიდას და ბლინები ვჭამოთ-მხიარულად თქვა ელიმ
-ოთხივე? კიდევ ვინმე არის?
-ამმ, არ ვიცოდი როგორ მეთქვა შ/ს... თემინი ჩამოვიდა და გარეთ იცდის

რამის შეიშალე ამ სახელის გაგონებაზე..
-თემინი? ვინ არის? - იკითხა ჯონგინმა
-ჩემი და შ/ს - ს მეგობარი, სხვათაშორის მას ეს ქალბატონი უყვარს, წარმოგიდგენია? მთელი 5 წელია მაგრამ შ/ს ჯიუტობს... შ/ს, ხომ შეიძლება თემინი შემოვიდეს?
-ხო..კარგი
საშინლად არ გინდოდა მისი შემოსვლა, რადგან 5წლის მანძილზე მანიაკივით დაგსდევდა და თავს გაბეზრებდა. ეს ერთი წელი გადავიდა და გეგონა მისგან ამოისუნთქე, მაგრამ თურმე მხოლოდ გეგონა..

ელინორი გარეთ გავარდა და თემინი შემოიყვანა.

 თემინი ისე გადაგეხვია, ვერც გაიიგე ეს როგორ მოხდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

თემინი ისე გადაგეხვია, ვერც გაიიგე ეს როგორ მოხდა.
ჯონგინის დაჟინებული მზერა იგრძენი

-გამარჯობა, მე ლი თემინი ვარ.  - თემინმა ჯონგინს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად
-კიმ ჯონგინი - უემოციოდ უთხრა ჯონგინმა და თემინის გამოწვდილი ხელი დააიგნორა
-შენ ალბათ ელის შეყვარებული ხარ, ხო?
-ჰო.
-კარგი გვეყოფა ამდენი ლაპარაკი, მე შ/ს-ს გაკეთებული ბლინები მინდა..
ახლავე!!! - ელინორმა საყვარლად დაიწუწუნა, შენ კი აღარ დააყოვნე და 'შოკოლადის' ბლინები გამოიტანე.

თემინი შენს გვერდით დაჯდა, ხოლო ჯონგინთან ელი.
ჯონგინი მთელი საღამო თვალს არ გაშორებდა, ვერ ხვდებოდი რა უნდოდა.

ბოლოს შენს საუკეთესო მეგობარს წასვლა მოუნდა და ჯონგინს თხოვა წაეყვანა
-თემინი არ მიდის? - იკითხა ჯონგინმა
-მე ცოტახანს დავრჩები, შ/ს ერთი წელია არ მინახავს და ძალიან მომენატრა
-მაგრამ... - ჯონგინი თითქოს მუდარით გიყურებდა-გვიანია, მგონი ჯობია შ/ს-მ დაისვენოს
-დიდხანს არ დავრჩები, შ/ს სულ ცოტახანი ვიქნები, კარგი? - თემინმა შემოგხედა
-კარგი, ელი თქვენ წადით თემინი ცოტახნით იქნება
-კარგი, აბა შენ იცი იქნებ რამე გამოვიდეს კიდეც - ელინორმა თვალი ჩაგიკრა, რაზეც დაინახე როგორ შეკრა ჯონგინმა მუშტი

შენ და თემინი მარტო დარჩით, იმ ადამიანთან რომელსაც ვერ იტანდი სულ მარტო იყავი სახლში...

;333 მე აქ ამბები უნდა დავატრიალო... 



Best friend's boyfriend ⚠️Where stories live. Discover now