5.თავი

250 23 0
                                    

ლუჰანი აგრძელებდა საწოლს მიჯაჭვული ადმიანის დაკვირვებას და აოცებდა ის ფაქტი რომ სეჰუნის მშვენიერება აქამდე არ ჰქონდა შემჩნეული.ბიჭის ქოქოსისფერი კანი,ტროპიკული ხილის მაგვარი ტუჩები,მკაცრი წარბები და თითები რომელიც თითქოს შუასაუკუნეების მოქანდაკეს გამოეთალა,როგორ შეიძლებოდა აქამდე ვერ შეემჩნია.ფიქრებში წასული მედდის ხმამ გამოაფხიზლა.

_უკაცრავად ბატონო ლუჰან,დრო ამოიწურა._ლუჰანიც დაემორჩილა და გავიდა რეანიმაციის ოთახიდან,კარებთან კი ჯონგინი ელოდებოდა.

-დიდხანს მოგიწია გაჩერება!_ყველანაირი ემოციის გარეშე უთხრა ოთახიდან გამოსულს.

-ხო,ვაკვირდებოდი!_დაფიქრების შემდეგ უთხრა და მარჯვენა ხელით კეფა მოიფხანა.

-სეჰუნს?_გულწრფელად გაუკვირდა ჯონგინს.

-კი,ის ლამაზია!_პაუზის შემდეგ კი დაამატა._ლამაზი და დაუცველი.

ჯონგინს მთელს სხეულში უსიამოვნო ტალღებმა დაურბინა,ეს ყველაზე დიდი ეჭვიანობა იყო,ასეთი იენა მიყვარსო როცა უთხრა ლუჰანმა მაშინაც არ უგრძვნია.

-ლუ შენ რა ის უბადრუკი მოგეწონა?!_ძლივს გაბედა კითხვა.

-რა აფსურდია ჯონგინ,გთხოვ ნუ სულელობ!_ეს უკანასკნელი დარწმუნებული იყო საკუთარ სიტყვებში იმ მომენტისთვის...

-როგორც შენ იტყვი.ვილაპარაკოთ?_ჯონგინისთვის პასუხი სრულიად საკმარისი იყო თავი ბედნიერად ეგრძნო.

-კი მაგრამ აქ არა!გთხოვ გავიდეთ.

-კარგი, გინდა ჩემთან წავიდეთ?

-არა!ბოლოს როცა ვიყავი მახსოვს როგორც დასრულდა._ორივეს ჩაეცინა ერთდროულად.

-არც ახლა ვიტყოდი უარს._ნიშნის მოგებით უპასუხა ნარკოდილერმა.

-გაგაფრთხილე ნუ სულელობ მეთქი!_უკმაყოფილოდ ამოიპრუტუნა მარწყვის ტუჩებიანმა.

-კარგი,კარგი წავიდეთ._სიცილით უთხრა და ვერც შეამჩნიეს საუბარში როგორ აღმონდნენ მანქანაში.

Who is to blame?Where stories live. Discover now