8.თავი

162 23 2
                                    

უკვე ორი თვე გავიდა,რაც ჯონგინმა ნარკოტიკების საქმეებს მორჩა.სეჰუნმა დანაპირები შეუსრულა და პატარა კლანი დიდ კლანს დაუკავშირა.ამ დროის მანძილზე სამივე ერთად ცხოვრობდა, თავდაპირველად სეჰუნი ღიზიანდებოდა,გული ერეოდა წყვილის ყურებაზე,მაგრამ მერე თითქოს მიეჩვია ან ისეთი თბილი ურთიერთობა აღარ ქონდათ ამ ორს.

ჯონგინი თითქოს შეიცვალა, ლუჰანს აღარ კოცნიდა წასვლისას,მოსვლის დროს კი, მხოლოდ ლოყაზე ერთი კოცნით შემოიფარგლებოდა.
დრო რაც უფრო გადიოდა,ბიჭი უფრო შორდებოდა ლუჰანს.ეს უკანასკნელი კი ხშირად თვალებ დასიებული შეუმჩნევია სეჰუნს.რამდენჯერ უფიქრია,დალაპარაკებოდა,მაგრამ ყოველთვის თავს იკავებდა.ფიქრობდა,რომ მისი საქმე არ იყო და ამ ორში მან არავინ იყო.თუმცა ყოველ ატირებულ დღეს,გულში ჯონგინს შეუკურთხებდა.თვითონაც არ იცოდა რატომ,მაგრამ ლუჰანი ძალიან ებრალებოდა  ტირილისთვის.

თითქოს ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო,ტელევიზორში ფეხუბურთს უყურებნდენ.სეჰუნს არაფერი გაეგებოდა ფეხბურთის, ამიტომ სამსახურიდან დაბრუნებულმა ივახშმა და ოთახში გამოიკეტა.ხშირად ესმოდა შეძახილები "მიდი,მიდი" "არის" "გოოოლ" "წინასწარ ნუ იზეიმებ" და მრავალი.
უკვე დაძინებას აპირებდა, რომ ყვირილმა იმატა,თავიდან ისევ საგულშემატკივრო ხმები ეგონა,თუმცა მალე მიხვდა,რომ რაღაც რიგზე არ იყო.სწრაფად ჩაიცვა შარვალი და საძინებლიდან გავიდა.

-ჯონგინ მიპასუხე,ვინ არის კიონსუ,რატომ გწერს ამ დროს?!

-სულ გაგიჟდი,რა ეჭვიანობის სცენებ აწყობ?!_არა ნაკლებად ყვიროდა ჯონგინი.

სეჰუნმა გადაწყვიტა, პირველად ჩარეულიყო ამ ორს შორის.

-ბიჭებო დამშვიდდით,ძალიან აღელვებული ხართ ორივე.ასე ვერ მოგვარდებით._ ჯონგინს მიუბრუნდა.-უკვე 11საათია, კლუბში დღეს შენ ხარ ღამის ცვლა,ერთ საათში იქ უნდა იყო._პაუზის შემდეგ დაამატა.-დილით მე გცვლი,ამ დროში ორივე დამშვიდდებით!

Who is to blame?Donde viven las historias. Descúbrelo ahora