6.თავი

215 23 2
                                    

ერთი კვირა გავიდა,ერთი უგონო კვირა სეჰუნის საავადმყოფოში ყოფნის.ისევ ისე იყო,როგორც დატოვა ლუჰანმა აპარატზე მყოფი.ამის შემდეგ არც კი გახსენებია წყვილს,რომ საავადმყოფოს ოთხ კედელში გამომწყვდეული უგონო და უბადრუკი არსება დატოვეს.

ერთი კვირა ერთმანეთის ალერსის გარდა აღარავინ და არაფერი ახსოვდათ.ბინაში გამოიკეტა ორთავე,საჭმელი კურიერს მოჰქონდა.თითქოს გარე სამყარო გაქრა ამ ორისთვის,მაგრამ სწორედ მეშვიდე დღეს დაურეკეს ჯონგინს,რომ სეჰუნის მდგომარეობა უკეთესობისკენ იყო,გაწერისთვის კი მისი მისვლა და საბუთებზე ხელის მოწერა იყო საჭირო.

-რა საბუთებზე,მე რატომ?_ვერ გაიგო,მართლაც რა საჭირო იყო ის.

-ბატონო ჯონგინ,თანხა თქვენ გადაუხდეთ,მეურვეც თქენ ხართ._უთხრა და დაემშვიდობა მედდა.

შოკოლადისფერ მამაკაცს რაღა დარჩენოდა,გარდა იმისა რომ საავადმყოფოში წასულიყო.ლუჰანს აუხსნა სიტუაცია დ ისიც დაურთო,რომ სეჰუნთან შეხვედრა არ სურდა.ლუჰანმა გაყოლა შესთავაზა,იმ შემთხვევისთვის თუ სეჰუნის ნახვა აუცილებელი იქნებოდა არა ჯონგინი,არამედ თვითონ შევიდოდა პალატაში.

მამაკცებმა სწრაფად მოემზადნენ და ნახევარ საათში „სამსუნგის" სამედიცინო ცენტრში მივიდნენ.

...
სეჰუნი ნელა ახელს თვალებს,თითქოს წყვდიადიდან იხსნის თავს.უკუნითის განათებას ჰგავს თვალების გახელა,მაგრამ როცა საბოლოოდ ახელს თვალებს ყველაფერი ერთბაშად ახსენდება და წყვდიადში დაბრუნების სურვილი კლავს.იმ წყვდიადში რომლიდანაც რამდენიმე წუთის წინ იყო.ახსენდება ჯონგინის შეხება და სახე ეკუჭება,გულის რევის რეფლექსი აქვს.საკუთარი უსუსურობა სძულს.როგორ დაუშვა ყოველივე და რისთვის?რა გაუკეთა საკუთარ თავს?

თქვენ იცით რა რთულია გაიაზრო და მიხვდე,გაანალიზო ვინ ხარ და როგორ ავნე საკუთარ თავს?!

ჯერ გინანიათ ისეთი სექსი რომელიც საკუთარი ნებით გქონიათ?აი ო სეჰუნს კი ყველა მათგანი სანანებელი აქვს.ერთი არ ახსენდება ისეთი,რომელიც შეიძლება არ ინანოს.
ამ ფიქრებში იყო როცა მედდა შემოვიდა მასთან პალატაში,სამსახურის სტანდარტის სიტყვებით.

-ბატონო ო სეჰუნ გილოცვთ,თქვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ არის.ორი დღე დაჰყოფ კიდევ და შემდგომ გაგწერთ.მიხარია,რომ გამოჯანმრთელდით._მხოლოდ თვითონ და ღმერთმა უწყის ნამდვილად ადარდებდა სეჰუნი თუ არა.

-მადლობა.გამწერთ ორ დღეში?ხარჯები?_ის გაკოტრებული იყო როგორც იცით.ამიტომ ხარჯის გადახდა არ შეეძლო,არც არავინ ჰყავდა,რომ გადაეხადა.თუ არ ჩავთვლიდ ერთადერთ მამიდას.

-ოჰ,ხარჯები თქვენმა მეგობარმა,ბატონომა კიმ ჯონგინმა გადაიხადა._ყალბი,მაგრამ თბილი ღიმილით მიუგო 40წელს გადაცილებულმა მედდამ.

-უკაცრავად,ვინ?დარწმუნებული ხართ?_ყურებს ვერ უჯერებდა,დარწმუნებული იყო მოესმა.სწორედ ამიტომ გამეორება სთხოვა.

-რათქმაუნდა!პირადად ვესაუბრე და ცოტახანში მოვა,რათა ხელი მოაწეროს თქვენი გაწერის საბუთებს.

-კარგით ქალბატონო,მადლობა._სეჰუნმა გადაწყვიტა, რომ მედდასგან სკმარისი გაიგო,თანაც გადაიღალა საუბრით.
გონზე მოსვლა არ ნიშნავს საბოლოო გამოჯანმრთელებას.
ახლა ყველაზე მეტად დაძინება სურდა. და მართლაც 10წუთში ისევ დაიძინა.

აუცილებლად იფიქრებდა ამ ყველაფერზე,მაგრამ ახლა არა.

...
საღამოს,როცა სეჰუნმა კიდევ ერთხელ გაიღვიძა.ოთახში ლუჰანი დახვდა.თავიდან იფიქრა მესიზმრება ჩემი ცოდვებისთვისო,მაგრამ მერე მიხვდა სიზმარი კიარა ცხადი იყო.ლუჰანმა გაუღიმა და მიესალმა,სეჰუნმა იგრძნო არ იყო ეს ღიმილი ყალბი ან ცუდად მიმართული.პირიქითაც კი თითქოს თბილადც კი გაუღიმა.რამაც გულწრფელად გააკვირვა სეჰუნი.

-გ გამარჯობა ლუჰან?!_კითხვასავეთ გაიჟღერა სეჰუნის მისალმება.თითქოს ეკითხებოდა შენ ხარო.

-კი სეჰუნ,არ გეშლები._კითხვას  მიუხვდა ლუჰანი._ჯონგინს მოერიდან შენი ნახვა იმის შემდეგ რაც მოხდა, ამიტომ მე მოვედი.ჩვენ წაგიყვანთან სახლში.

-მოერიდა?_აშკარა ცინიზმი გამოიკვეთებოდა მის ხმაში._ანუ სინდისიგაჩნია?

-სინდისზე შენ არ უნდა საუბრობდე._მოკლედ მოუჭრა და კიდევ ერთხელ ჩაახედა სულში.

-მართალი ხარ._დანანებით მიუგო სეჰუნმა.

-კარგი,არ გვინდა ამაზე საუბარი! საჭირო ნივთები მოგიტანე.

-საჭირო ნივთები?_კიდევ ერთხელ გაოგნდა სეჰუნი._ლუჰან ვერ ვხდები რატომ წუხდები?

-ეს ჯონგინს სურდა.მართლა ნანობს და დახმარება სურს.მობილური მოგიტანე,ჩემი და ჯონგინის ნომერი ჩაწერილია, თუ რამე დაგჭირდება დაგვირეკე.ორ დღეში მოგაკითხავთ და წაგიყვანთ._გასვლაა აპირებდა როცა სეჰუნის სიტყვებმა შეაჩერა.

-მადლობა ლუჰან,მაგრამ მე წასასვლელი არ მაქვს და ნუ შეწუხდებით,იმ გატყავებულ სახლში მისვლას არ ვაპირებ.

-აბა სად წახვალ?_ დაიბნა ლუჰანი.

-მოვიფიქრებ ამ ორ დღეში,მამიდა მყავს ბუსანში,შეიძლება მასთან წავიდე.

-კარგი,ჩვენ მაინც მოვალთ._ესღა უთხრა და დატოვა მამაკაცი საკუთარ უმწეოებასთან მარტო.

***
ალბათ 10 თავი იქნება სულ.დასასრულს უახლოვდებოდა გამოდის.მაინტერესებს თქვენი აზრი, რა მოუვა ჯონგინს?🤔

Who is to blame?Dove le storie prendono vita. Scoprilo ora