【4】

630 115 10
                                    

ზამთარი დადგა. 

თოვლის ფიფქები ნაზად და მსუბუქად ეცემოდნენ ჩემს კანს, ნაცნობი კაფის წინ ჩამოვმჯდარიყავი და ჩემს გვერდით მჯდომ ბიჭს ვუცქერდი. 

რამდენი დღე გავიდა? არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა იმაზე მეტად კარგად ვითარდებოდა ვიდრე აქამდე იყო, ახლა ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვხედავდით, დილით ყავას ერთად ვყიდულობდით და სანამ ჩვენი გზები გაიყოფოდა საღამოს შეხვედრასაც ვგეგმავდით ხოლმე, ბევრს ვსაუბრობდით, მისი რამდენიმე ჩანაწერიც წავიკითხე, საოცრად წერს, მისი სიმღერებიც მოვისმინე და მასზე დამოკიდებული გავხდი, მინდა რომ სულ მისი ხმა მესმოდეს, მისი შექმნილი მელოდიები, მისი ლამაზად მიყოლებული სიტყვები რომლებიც ერთ დიდ იდეალურობას ჰქმნიდა და ამის წყალობით მისი სიმღერები სრულყოფილი ხდებოდა, ფრანგულსაც ნელნელა უკეთ ვსწავლობდი მისი დახმარებით.

- სამსახურში არ მიდიხარ? - ვეკითხები და ცხელ ყავას ძლიერად ვუჭერ ხელებს, რადგან სიცივისგან სადაცაა გამეყინება, ჩემს ნახატებს ჩასჩერებია და მისი გახშირებული სუნთქვაც კარგად მესმის. 

- კი, მაგრამ ჯერ არა. - ყოველი სიტყვის შემდეგ ორთქლს ვხედავ, ნახატებს უყურებს, მე კი მას ვუყურებ, იდეალურად ლამაზს, შესანიშნავია, სუფთა და ნაზი კანი აქვს, თოვლივით თეთრი, ყურის ბიბილოები და ცხვირი სიცივისგან შესწითლებოდა და დროდადრო ხელები პირთან მიჰქონდა, ორთქლს უშვებდა და ისე ითბობდა. 

- ნიჭიერი ხარ, თეჰიონ. 

ამბობს, ხელით აჩეჩილ თმას კიდევ უფრო მიჩეჩავს რაზეც ორივე ვიღიმით. 

- ჯონგუკ, სად მუშაობ? - ვეკითხები და ისიც არაფრის მთქმელი მზერით მიყურებს. 

- როცა დრო მოვა წაგიყვან და განახებ. - ვიბნევი, სამსახურის დამალვა ცოტა არ იყოს და დამაბნეველია, შეეძლო პირდაპირ ეთქვა სად მუშაობს მაგრამ არ მპასუხობს. კეფას ხელით მსუბუქად იფხანს ფეხზე დგება და მუხლებზე თოვლის პატარა ფენას იფერთხავს. 

Decalcomania. - (completed)Where stories live. Discover now