ჯონგუკი დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა:
- მე შენი ვარ თეჰიონ!
მეღიმება, მინდოდა ამის მოსმენა და ასეც მოხდა, სხეულში სიხარულოს მოზღვავებულ ემოციას ვგრძნობ და სადაცაა ამოვხეთქავ, თავს ვიკავებ და ველოდები როდის გააკეთებს იმას რაც ორივეს ძალიან გვსურს.
ხელებს სახეზე მკიდებს, ახლოს მწევს და მისი თბილი ამოსუნთქვა ჩემს კანს ეხება, ხელს მკერდზე ვადებ, მინდა მისი გულის ცემა გავიგო და ასეც ხდება, გული ისე უცემს სადაცაა ამოვარდება, მეგონა ამას მხოლოდ მე განვიცდიდი ის კი უგულო მხეცი იყო, უხეში რეპლიკებითა და უცნაური საქციელებით, კიდევ უფრო ახლოს ვიწევით და ახლა მის თბილ ტუჩებს ვგრძნობ, ისეთი რბილი თბილი და სასიამოვნოა მინდა არ მოვშორდე, ტუჩებს უფრო ძლიერად ვაკრობ და დროდადრო ვაშორებ, რადგან ჟანგბადი ჩავისუნთქო, მისი გახშირებული სუნთქვა და ხვნეშა იმდენად მიზიდავს რომ მინდა უფრო ძლიერად მოვუჭირო ტუჩები ისე რომ სისხლი წასკდეს. ნამდვილად ფსიქოპატი ვარ, არადა ადრე მას ვამბრალებდი ამას. ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს და ისე ძლიერად კბენს მისკდება. ჩვენი ენები ერთმანეთს რიტმულად ეხება და ისე სრიალებენ ერთმანეთზე რომ არ მინდა დასრულდეს. სიამოვნების დიდმა ტალღამ ორივეს ძლიერად დაგვცხო. ვიგრძენი.
მაისურის ქვეშ ცივ და უხეშ ხელებს მიცურებს და ზურგზე გაურკვეველი ორიენტაციით მისრიალებს, გახურებულ სხეულზე ცივი ხელის შეხება იმდენად სასიამოვნოა რომ სადაცაა სიამოვნებისგან ვიტირებ.
თვალები მიწითლდება, ვგრძნობ რომ ორივეს სახე გვიხურს, არ ჩერდება და არც მინდა რომ გაჩერდეს, მინდა ბოლომდე შევიგრძნო.
იქამდე ვკოცნიდით ერთმანეთს სანამ ორივეს არ დაგვიბუჟდა ტუჩები, ვეღარ ვგრძნობდი და დარწმუნებული ვარ ვერც ის ვეღარ გრძნობდა, ერთმანეთს ტუჩები მოვაშორეთ თუმცა მაინც იმდენად ახლოს ვიყავით რომ მის ცხელ სუნთქვას სველ ტუჩებზე ვგრძნობდი.