ჯონგუკი რამდენიმე დღეში ისევ ფსიქიატრიულში დააბრუნეს.
მას შემდეგ აღარ მინახავს.
სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომლის სახელიც არ ვიცი, რამდენჯერმე ინფორმაციის მოძიება ვცადე თუმცა უშედეგოდ მის კვალს ვერ მივაგენი.
მე და ჯიმინი ბარში ვიჯექით ხოლმე საღამოობით და ვსაუბრობდით, ჯიმინი ძველი ნარკომანია ახლა უკეთ არის და კურსებსაც გადის, აღარც ის მინახავს.
გუკის ძებნა არ შემიწყვეტია, ამბობენ ექიმი საქმეს ჩამოშორდაო და ასეც უნდა ყოფილიყო, არ ვიცი სად არის ან რას აკეთებს მაგრამ 2 წელი გავიდა მას შემდეგ, შეიძლება მეტი, უკვე ვფიქრობ რომ ის აღარ არის.
მას შემდეგ ჯონგუკის პატარა ოთახში ვცხოვრობ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ის ჩემს გამო წავიდა, ის ჩემ გამო აღარ არის, ამიტომ ოთახის გარდა არსად გავდივარ, არც კაფეში რადგან ვიცი იქ ჯონგუკთან ერთად ყავას ვეღარ დავლევ, არც ქუჩაში გავდივარ რადგან იქ ნაცნობ თვალებს ვეღარ დავინახავ, არც ვმღერი და ვხატავ რადგან ვიცი მისი სახე სადღაც ქრება და მას ვერ შევძლებ, აღარ მახსოვს ლამაზი ჯონგუკი, მხოლოდ მისი წითელი და სევდიანი თვალები მახსოვს, მის საყვარელ წიგნებს ვკითხულობ, იმდენჯერ მაინც მაქვს თითოული წაკითხული რომ თავისუფლად შემიძლია ზეპირად მოვყვე, წერილებს ვწერ გუკს თუმცა მას არასდროს ღებულობს, რადგან არ ვაგზავნი, რადგან არ ვიცი სად, ვის გავუგზავნო.
არც დეკალკომანიაზე ვიცი რამე თუმცა მგონია რომ მას სადღაც კიდევ შევხვდები, თუნდაც ეს მეორე სამყარო იყოს, თანახმა ვარ, თუ კვლავ დავინახავ მის განიერ მხრებს, გიშრისფერიშავ თმას, შოკოლადისფერ თვალებს. ყველაფერზე თანახმა ვარ.
მთვარემ ჩვენი ამბის ბოლომდე მოსმენა არ მოისურვა თუმცა მზე შემომიერთდა.
გათენებულა, ალბათ ლეილისა ახლა კარს შემოაღებს და საუზმეს მომიტანს, არ მახსოვს როდის ჩამოვიდა საფრანგეთში, გონება ნელ ნელა კვდება და ბევრი დეტალი არ მახსოვს.