- მისი ნახვა არ შეგიძლიათ, სძინავს.
ეს მითხრეს როცა მის სანახავად ფსიქიატრიულში მივედი, ყოველდღე მივდიოდი თუმცა მიზეზები არ ელეოდათ არ მანახებდნენ მას, თუმცა წერილებს წერდა და მადლობელი ვარ რომ მას მაინც მაძლევდნენ.
მომენატრე თე, აქ ცუდია, მცივა და საშინელ საჭმლებს მაჭმევენ, ისეთს არა შენ რომ მიკეთებდი, კიდევ წამლებს მაძლევენ რომლებიც მთიშავს, სულ შენზე ვფიქრობ, წიგნისთვის ფურცლებს შემპირდნენ, მითხრეს მოგცემთ კალამს და დაწერეო, მიხარია ამის უფლება რომ მაქვს, ოთახში მარტო ვარ, თეთრი მტრედი მოდის ხოლმე ჩემთან და ფანჯრის რაფაზე ჯდება, ფანჯარა ძალიან მაღლაა მას ვერ ვწვდები ამიტომ მხოლოდ ვუცქერ, თეჰიონი დავარქვი. ვიცი რომ ჩემთან მოსვლა გინდა და ვერ ახერხებ, არ მწყინს.
მიყვარხარ, შენი ჯონგუკი.
ბოლოს ეს წერილი მივიღე, რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ არაფერი მოუწერია, ყოველ საღამოს ვკითხულობ, იმდენჯერ მაინც მაქვს წაკითხული რომ სიტყვები უკვე ზეპირად ვიცი რა რის შემდეგ მოდის. საშინლად მენატრება.
სახლში სიცარიელეს ვგრძნობ, სულშიც, და მთელს გონებაშიც როცა მისი ხმა არ მესმის,
რამდენიმე თვე პასუხი არ მიმიღია მისგან, ერთ დღეს უფლება მომცეს მენახა რადგან გუკის დაბადების დღე იყო, ნეტავ თუ ახსოვს.
ოთახში შესულს თეთრი ნათელი ოთახი დამხვდა, საწოლზე იჯდა და რაღაცას კითხულობდა ან წერდა, შემომხედა და გაშეშდა, უბრალოდ გაიღიმა.
მასთან ფრთხილად მივედი გვერდით დავუჯექი და მივესალმე
- გამარჯობა გუკ.
- მომენატრე.
გავჩუმდი. მითხრა რომ მოვენატრე, მხოლოდ და მხოლოდ ეს. ჩახლეჩილი დაწყვრილებული წართმეული ხმით. თვალები სულ ჩასწითლებოდა და ხელები უკანკალებდა, გაუჩერებლად. ვერ ვინძრევი, უბრალოდ ვზივარ და ვუყურებ, ტირილი ისე მინდა შინაგანად ყველაფერი მტკივდება, ყელი მეწვის და ძლივს ვსუნთქავ.