【6】

570 114 0
                                    

 ნეტა რამდენი დღე, რამდენი კვირა ან რამდენი თვე გავიდა მას შემდეგ რაც  ჯონგუკი არ მინახავს? არ მახსოვს. მაგრამ ზამთარს გაზაფხული მოჰყვა, ჩიტებიც დაბრუნებულიყვნენ თბილი ქვეყნებიდან, თოვლიც გაუჩინარდა, მწვანე ბალახი ამოსვლას იწყებდა და დილაობით სიცივის მაგივრად მზის სხივები მაღვიძებდნენ. 

ჩემი დაბადების დღის შემდეგ აღარ მინახავს. 

არ ვიცი სად გაქრა ან სად წავიდა, მასზე ხშირად ვფიქრობ, ვნერვიულობ რადგან ვერ ვუკავშირდები. 

სამსახური ვიშოვე, სკოლაში დაწყებით კლასებში ხელოვნების მასწავლებელი ვარ, მიყვარს ჩემი პროფესია, ლექციებზე ხშირად ვეღარ დავდივარ თუმცა მაინც ვახერხებ ორივეს გავუმკლავდე, ბავშვები საყვარლები არიან, თბილები და სუფთები. წარსული სუფთა აქვთ და მათ თვალებში იდუმალებას ვერ ამოიკითხავ, გაიზრდებიან და ყველას ჩამოუყალიბდება თავისი წარსული კარგი თუ ცუდი, წარსული რომელიც მათ სრულყოფილს გახდის, ისეთებს როგორებიც შინაგანად არიან ან პირიქით ისეთებად ჩამოყალიბდებიან როგორსაც არც კი მოელიან. 

მარტი ან აპრილი იქნებოდა როდესაც სკოლაში მივდიოდი, შინდისფერი სმოკინგი მეცვა და დღევანდელ გაზეთს ვკითხულობდი, ტაქსს ველოდებოდი როდესაც მეორე მხარეს ჩემი კარგად ნაცნობი სხეული დავინახე,

სხეული რომელიც ჯონგუკს ეკუთვნოდა. 

ვუყურებდი და ვფიქრობდი მივსულიყავი თუ არა მასთან, საბოლოოდ მან ქუჩა გადმოკვეთა და შემამჩნია. 

ემჩნეოდა რომ ვერ იყო კარგად. 

სახე და ტუჩები გამოშრობია, თვალები ჩასწითლებოდა, თმა მოუწესრიგებლად ჰქონდა აჩეჩილი და რაღაც გაურკვეველი სუნი ასდიოდა, ისეთი სასიამოვნო არა როგორიც ადრე. 

- გამარჯობა. 

- გამარჯობა.

ჯიბეებში ჩავიცურე ხელები და მის სხეულს დავუწყე ყურება რომელიც ისე კარგად აღარ გამოიყურებოდა. არ ვიცოდი რა მეთქვა. 

Decalcomania. - (completed)Where stories live. Discover now