【9】

546 106 5
                                    

სარკესთან ვიდექი და ჩემს სახეზე შრამს ვაკვირდებოდი. 

რამდენიმე კვირა გავიდა , ფეხზე მიყენებული დამწვრობის შემდეგ კვალი მაინც დამრჩა, სუსტი მაგრამ შესამჩნევი, კანი მოხუცებულის კანივით შემჭმუჭვნოდა სახეზე კი ღრმა ნაიარევი დამრჩა, სააბაზანოს სარკესთან შიშველი ვიდექი და ჩემს სხეულს ვუყურებდი, რამდენჯერაც ჩემს შრამს ვხედავ მაშინვე ის ტკივილი მეუფლება რაც იმ წამს ვიგრძენი, მაგრამ ჯონგუკს არ ველაპარაკები ამ თემაზე მოვატყუე, რომ დავივიწყე. 

ის ვერ არის ისე როგორც უნდა იყოს. 

- ექიმო, მინდა მოხვიდეთ და ნახოთ, ცოტა არ იყოს მაშფოთებს. - მობილურზე ფსიქოლოგს ვესაუბრებოდი იმ დროს როდესაც ჯონგუკი დეკალკომანიის წერას შეეპყრო. 

- აუცილებლად მოვალ დღეს და ვნახავ. 

არ ვიცი კარგად ვიქცევი თუ არა მაგრამ ვთვლი რომ ფსიქოლოგი სჭირდება, ხშირად ემართება ასეთი გარდაქმნები, ზოგჯერ ისეთ რამეს ამბობს რომელიც სულაც არ უნდა რომ თქვას, ის დარტყმა რომ არ ჩავთვალოთ რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავს ხმამაღლა ესაუბრებოდა, არა ვფიქრობ საკუთარ თავს არა, დივანზე იჯდა და მოპირდაპირე დივანს უყურებდა თან  საუბრობდა, ისე თითქოს ვიღაცას ელაპარაკებაო. 

ყალბი ღიმილი ავიკარი, თმა სახეზე ჩამოვიყარე ისე რომ ნაიარევი დიდად არ შემმჩნეოდა და მისაღებში დავბრუნდი. 

- აბა რას შვრები - ვეკითხები და ზურგზე ვეხუტები. ისიც იღიმის ჩემსკენ ტრიალდება და ტუჩებზე მსუბუქად მკოცნის. 

- მოდი დღეს გავისეირნოთ. 

დღეს ექიმი უნდა მოვიდეს ამიტომ ვერ დავთანხმდები. 

- იცი დღეს სტუმარი უნდა მოვიდეს, ვფიქრობ მოგეწონება მისი გაცნობა. - უფრო ძლიერად ვეხუტები და ცხვირზე ვკოცნი. 

- მაინც დაურეკე? - უკან იწევა და თვალებში მიყურებს. 

- ეს შენთვის გავაკეთე. - ხმა მიკანკალდება, რამდენჯერმე შევთავაზე ექიმს დავურეკოთ მეთქი მაგრამ უარზე იყო, მაშინვე მიხვდა. 

Decalcomania. - (completed)Where stories live. Discover now