6 წლის წინ
საფრანგეთი, ოდესმე ვერც კი წარმოვიდგენდი რომ სასწავლებლად საფრანგეთში წავიდოდი, სეულიდან საკმაოდ შორსაა, არა ძალიან შორს. ვერ ვნახავ დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს დას ლეილისას რომელსაც რთული პერიოდიაქვს, გარდატეხის ასაკი. მე კი ისინი დავტოვე და საფრანგეთში წავედი, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი.
დამოუკიდებლად ცხოვრება ოჯახის გარეშე.
არ გვიჭირს, ამიტომ საფრანგეთში ბინა მალევე ვიყიდეთ, ზომით დიდი არ არის, ორი საძინებელია მისაღები და თითოეულ ოთახში სააბაზანო. აივნიდან ულამაზესი ხედი იშლება, ძალიან ხმაურიანი ქალაქია, ტურისტებით სავსე და ლამაზი ადამიანებით, სახლის გვერდით პატარა კაფეა საიდანაც ყოველ დილით კრუასანებისა და ძლიერი ყავის სასიამოვნო სურნელი გამოდის, სიმართლე გითხრათ, დილაობით ეს სურნელი მაიძულებს ავდგე საწოლიდან და თბილ-თბილი კრუასანი და შავი უშაქრო ყავა მივირთვა. თუმცა სახლიდან ისე არ გავდივარ თუ შხაპი არ მივიღე.
სახლში შიშველი დავდივარ, ყოველთვის.
სააბაზანოში შევდივარ, წყალს ვაცხელებ და შიგნით ვძვრები, ონკანს მოშვებულს ვტოვებ და იქამდე ვჩერდები სანამ წყალი ბოლომდე არ აივსება, წყლის შხეფები ჩემს თეთრ კანს ნაზად ეხება, სასიამოვნოა, თუმცა ვფიქრობ რომ ზედმეტად თეთრი ვარ, თოვლივით ან მკვდარი ადამიანივით, სითეთრე სილურჯეში რომ გადასდის.
ბოლოს აბაზანის საცობს ვწევ რომ წყალმა გასვლა დაიწყოს, პირსახოცს ვიღებ და კვლავ ოთახში ვბრუნდები, რომ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღისთვის შესაფერისი ტანსაცმელი ავარჩიო.
ფაქტი: არასდროს ვარჩევ შესაფერის ტანსაცმელს.
შიშველი დიდხანს ვიდექი კარადის წინ და ბოლოს არჩევანი მაინც რძისფერ ატლასის პერანგსა, შავ შარვალსა და შავ ფეხსაცმელზე გავაკეთე, პერანგის ზედა ორი ღილი შეხსნილი დავიტოვე, მკლავები ოდნავ ავწიე, თუმცა ზედმეტად მკვდრის ფერის გამო ისევ გრძლად დატოვება ვამჯობინე, ჩემი მუქი თმისთვის არც მიმიხედავს, ისე დავტოვე როგორც იყო, რადგან მშვენივრად გამოიყურებოდა.