【1】

2.7K 165 9
                                    

"უშენოდ მრავალი წელი გავატარე, ახლა კი იმედი გამიჩნდა რომ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით, მიუხედავად ყველაფრისა რაც მოხდა. გმადლობ, რომ ჩვენს შესახებ წიგნს დაწერ." 

  წერილის წერა დავასრულე და კალამი მაგიდაზე ფრთხილად დავდე, სიგარეტი იქვე მინის საფერფლეზე მოვათავსე და თვალს იქამდე ვადევნებდი სანამ ბოლომდე არ ჩაიწვა, ოთახში სასმლის, თამბაქოსა და მტვრის სუნი იდგა, ოთახი სრულიად ჩაბნელებულიყო და სინათლე ფანჯრიდან მსუბუქად ანათებდა, მზის სხივებზე მოცეკვავე მტვრის ნაწილაკები კვამლში აირია და მალე განაცრისფრდა ჰაერი. 

წლებია პატარა ოთახში ვცხოვრობ, არც მაღაზიაში გავდივარ, რომ პროდუქტები ვიყიდო, ამას ჩემი და ლეილისა აკეთებს, ყოველ საღამოს მოდის ჩემთან საკვებით მამარაგებს, ოთახს ანიავებს, ცოტას მილაგებს იმის მიუხედავად, რომ სკამზე გაუნძრევლად ვზივარ, მე ხომ არაფერს ვურევ, მხოლოდ წერა და კითხვა შემიძლია, თუმცა მტვერი ყოველდღე ბუდობს ჩემს პატარა ოთახში, სადაც ძველი საწოლი დგას, პატარა საწერი მაგიდა ზედ კი რამდენიმე წიგნი, რომელიც მილიარდჯერ მაინც მექნება წაკითხული. 

- იცი დღეს შენი მტრედი გაფრინდა. 

უპასუხოდ ვტოვებ ლეილისას, ალბათ იმიტომ რომ რამდენიმე წელია ხმა არ ამომიღია, მეშინია, რომ ბგერებს ერთმანეთს სწორად ვერ გადავაბამ. ვიღიმი. ვგრძნობ როგორ მაპარებს თვალს ჩემი და, იმასაც ვგრძნობ რომ ჩემს ღიმილზე მასაც ეღიმება. 

- ფეხი უკვე კარგად აქვს და ფრენაც შეუძლია. 

ჩემთან მოდის, ჩემს წინ იხრება, ფეხებზე იდაყვებს მადებს, თავს ხრის და ქვემოდან, მრავლის მთქმელი თვალებით  მიცქერს. 

- მომენატრე თეჰიონ. 

ტირილი მინდა თუმცა ცრემლები არ მომდის. ამას ყოველ საღამოს მიმეორებს, მონატრება, აღარ მახსოვს ეს გრძნობა ბოლოს როდის ვიგრძენი. დამავიწყდა კიდეც რას ნიშნავს მონატრება, არც ის მესმის, ვიღაცას ყოველდღე ხედავდე და უმეორებდე რომ მოგენატრა, მაგრამ გული მეწვის, ყელში ბურთი მეჩხირება და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თვალები სიმშრალისგან სადაცაა დასკდება, როგორც უდაბნოში ნიადაგი, ძლიერი და დიდხნიანი გვალვის შემდეგ. 

თმებს ნაზად მიჩეჩავს, ლოყაზე მსუბუქად მკოცნის და ოთახიდან უხმოდ გადის, იცის რომ მას არ ვუპასუხებ ამიტომ არც ელის. უბრალოდ დგება და მიდის.

მარტო ვრჩები, ჩემს ფიქრებთან ერთად, სიძველის სუნთან ერთად, წიგნებთან ერთად, კალამთან და წერილებთან რომლებსაც ვწერ თუმცა არასდროს ვგზავნი. 

ღამით ფანჯარასთან მივდივარ, სუსტად თუმცა მაინც შემიძლია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, მთვარე რამდენიმე საათი ჩემს ფანჯარას უყურებს, მეც დროს ვიხელთებ, სკამს ფანჯარასთან ვდგამ, ვჯდები და გონებაში ყველაფრის თავიდან გახსენებას ვიწყებ, ზოგჯერ მეძინება და ვერ ვასრულებ, ზოგჯერ უბრალოდ მავიწყდება. ასე ხდება ყოველ ღამით, როცა მთვარე საბინადროს ჩემი ფანჯრის თავზე დაიდებს. 

ამაზე ყოველ წუთს ვფიქრობ. მართლაც, მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ვიდრე ასეთ განახლებულ სიცოცხლეს დავთანხმებოდი, მე სულიერად წლების წინ მოვკვდი ამიტომ მინდა მოგიყვეთ ამის მიზეზი, რადგან დღესაც ჩემსავით ასობით ადამიანი კვდება, მხოლოდ ერთი მიზეზით: მას უყვარდა. 


Decalcomania. - (completed)Where stories live. Discover now