8 სექტემბერი

1.2K 99 12
                                    

დილით საწოლში მეღვიძება. აქ როგორ აღმოვჩნდი?

ბოლო მახსოვს როგორ შემომსვა ნაილმა მაგიდაზე. ისე ნაზად მკოცნიდა. ყველაფერი დამავიწყა, საკუთარი სახელიც კი.  ჩემს სახელს ბუტბუტებდა და ყელშ კოცნებს მიტოვებდა. ეს წამები ისეთი მომაჯადოვებელი იყო. მაგრამ მერე ისევ ძველი ნაილი დაბრუნდა. უკან დაიხია. მერე კი აღარაფერი მახსოვს.

საწოლზე დავჯექი. გარეთ საცაა დაღამდება სადაა ნალი? ან რატომ არ გამაღვიძა როგორც სჩვევია? რა ხდება? მგონი უკვე გული მწყდება როცა მათ სიკვდილს არ ვხედავ.. ნეტავ ვინ მოკლა დღეს. 

აბაზანაში შევედი. სახეზე წყალი შევისხი და ისევ ოთახში დავბრუნდი. თეთრ საწოლზე ავცოცდი. ტუმბოსთან ნაილის შარვალი ეგდო. ხელი მოვკიდე და მაღლა ავწიე. ჯიბეებიდან საფულე და ტელეფონი გადმოვარდა. იატაკზე ჩავიმუხლე და ტელეფონს 'ვეცი'. ექვსი საათი სრულდება. სწრაფად ნომერი ავკრიბე. ერტადერთი ზეინია ვინც გამახსენდა.

ჯანდაბა სწრაფად მიპასუხე! 

მაგრამ მინდა რომ აქ მოვიდეს? მინდა რომ ნაილი დააკავოს?

-გისმენთ!_მისმა ბოხმა ხმამ აზრზე მომიყვანა_გესმით ჩემი? ვინ ბრძანდებით?!
-ზეინ!
-ვინ ბრძანდებით!_ხმა ვეღარ ამოვიღე. მხოლოდ ნაილზე ვფიქრობდი. მინდა კი მასთან "განშორება"? სწრაფად გავთიშე.

რა სისულელეებს ვამბობ. კარის ხმა გავიგონე და მისი მიმართულებით გავიხდე ღმერთო! მთელი სხეული სისხლში აქვს ამოსვრილი.

-შენ გეგმებში არ ყოფილხარ.. ყოველ შემთხვევაში ასეთი.._საწოლისკენ წამოვიდა ტელეფონი დამივარდა. მის ხმაზე კი გაცეცხლდა. _ვის დაურეკე?!_დაიღრიალა.

-არ-არავის_ძლივს ამოვთქვი. სწრაფად შემოუარა საწოლს ტელეფონი აიღო და ბევრი წვალების შემდეგ იმ ნომერზე დარეკა რომელზეც მე რამოდენიმე წამის წინ. სახე აელეწა საწოლზე დავდექი და ვეცადე მეორე მხარეს გადავსულიყავი მაგრამ ნაილი საწოლზე ამოვიდა ხელი მტაცა და საწოლის თავთან კედელზე ამაკრო.

13 ❗ 🔞Where stories live. Discover now