და გათენდა დღე ...
ჩემი სიკვდილის დღე...
თითქოს დიდად არც მანაღვლებს ის რაც უნდა მოხდეს. არ მადარდებს რა მომივა, მხოლოდ ის მაინტერესებს ამის შემდეგ ნაილი როგორ იქნება.
თუ ეს უშველის... თუ მას ჩემი სიკვდილი ტკივილს დაუამებს მზად ვარ დაუფიქრებლად შევწირო ჩემი თავი მას.
საწოლის მეორე მხარეს გადავბრუნდი. ნაილს მშვიდად ეძინა. მისკენ მივიწიე და ნაზად ვაკოცე. შუბლზე ჩამოყრილი თმები უკან გადავუწიე. სახის კანზე თითის წვერებით ვეხებოდი თან მასთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებდი.
ოდნავ შეიშმუშნა. ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. ხელები სხეულზე შემომხვია და თავის მხურვალე სხეულზე მიმაწება.
ლოყაზე ნაზად ვაკოცე. მისკენ მივიწიე და მკერდზე თავი მივადე. შიშველ სხეულზე ავეკარი და უცნაურად სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.
- მაპატიე_მისმა მოულოდნელმა სიტყვამ ცოტა არ იყოს შემაშინა_მაპატიე რომ ამ ყველაფრის ნახვა მოგიხდა... მაპატიე რომ შენზე ძალა ვიხმარე...
ნელა საუბრობდა მე კი თვალები ცრემლებით მევსებოდა. ზურგზე თითებს ნაზად დაასრიალებდა. ნელ-ნელა სხეულის ქვედა ნაწილისკენ მიიწევდა. თავი გავასწორე და მის თვალებს შევეჩეხე.
ასეთი სილამაზე არსად არ არსებობს... ასეთი წმინდა თვალები ენით აღუწერელ ტკივილს მალავს...
ნაილისკენ ვიხრები. თვალებს ხუჭავს და მელოდება როდის ვაკოცებ. ტუჩები მის თვალებთან მიმაქვს და ნაზად ვკოცნი ჯერ ერთზე მერე მეორეზე. შუბლზე შუბლი მივადე.
- ყველაფერი კარგად იქნება...
- ეგ მხოლოდ მაშინ ხდება როცა გეხები... ტკივილი მავიწყდება... მგონია რომ შენთვის მნიშვნელოვანი ვარ... როცა იგივეთი მპასუხობ... როცა ასე ნაზად მეპყრობი მავიწყდება ვინ ვარ... არასდროს მქონია ასეთი გრძნობა... მაგრამ ახლა მინდა მხოლოდ შენ იყო ჩემს გვერდით ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა...
DU LIEST GERADE
13 ❗ 🔞
Fanfiction"...შენ იქნები ჩემი 'თოჯინა'_მითხრა მან.. რას ნიშნავს თოჯინა? მის ლამაზ ცისფერ თვალებს ვუყურებდი ის ისეთი მშვიდია მაგრამ ეს სიმშვიდე ძალიან მაშინებს..ოთახს თვალი მოავლო და მზერა სკოტზე შეაჩერა..._პირველი შენ იქნები..._ღრმად ამოისუნთქა და კარისკენ წა...