10 სექტემბერი

1.1K 88 25
                                    

(ეს გოგო ელისონია)

zayn's p.o.v



დილით ადრე ავდექი. სწრაფად მოვემზადე, სახლიდან გამოვედი. კიბეები ჩავირბინე, სადარბაზო დავტოვე და პოლიციისკენ მოტოციკლით წავედი. მეათე დღე გათენდა მე კი ჯერ კიდევ არ მაქვს რაიმე ხელჩასაჭიდი. რას არ მივცემდი რომ ერთხელ მაინც შემეძლოს ჰელენის ნახვა

მისი ხმის გაგონება

მისი შეხება

შენობის წინ მკვეთრად დავამუხრუჭე, ჩაფხუტი მოვიხადე და სწრაფი ნაბიჯით გავემართე შეასვლელი კარისკენ სადაც ჰარი იდგა და თავის ხალხს მითითებებს აძლევდა.

-ზეინ_ჩემთან მოვიდა_მგონი მოტოციკლიდან ჩამოსვლა საჭირო არ იყო...

-რა?

-ახალი გვამი იპოვეს...

-ასე ადრე?! ჯერ ცხრა საათიც არ არის..._ცოტა უცნაურად გამომივიდა მაგრამ დავაიგნორე

-ნელ-ნელა მწყობრიდან გამოდის და თავის პრინციპებს ღალატობს. არ ვიცი რა სჭირს..._ჰარის სიტყვებმა ჩემი აფორიაქება გამოიწვია. 

რას ნიშნავს მწყობრიდან გამოდის?

-მისამართი...

-არა ზეინ შენ არ წამოხვალ!_წარბები შევკარი.

-ამ საქმეს მე ვიძიებ_ხმამაღლა ვუთხარი.

-იქ რომ ჰელენი დაგვხვდეს წარმოგიდგენია მაინც რას იზამ?!_მანაც მაღალი ტონით მიპასუხა.

-სწორედ მაგიტო უნდა წამოვიდე!

-არა მეთქი!_დამიყვირა და მანქანისკენ წავიდა.

ამის დედაც! არ უნდა მეთქვა ჰარისთვის რომ ჰელენი მიყვრდა. შენობაში შევედი. კიბეები ავირბინე კაბინეტთან ელისონი დამხვდა ხელში რაღაც საქაღალდე ეჭირა.

-ზეინ... _წინ გადამიდგა_"ცამეტის" გარდა სხვა საქმეებიც არის, გთხოვ ამას გადახედე_ხელში ფურცლები შემომაჩეჩა_მომენატრე_ტუჩის კუთხეში კოცნა დამიტოვა და თვალებში შემომხედა.

13 ❗ 🔞Where stories live. Discover now