m

447 42 6
                                    

Taehyung's pov
როგორც აღმოჩნდა ხელოვნებაში ახალი მასწავლებელი გვყავს,ხელოვნება ძალიან მიყვარს ალბათ გასაკვირვიც არაა არა?ძალიან ვნერვიულობ ჩვეულებრივ მასწავლებელს თუ ვერ ვეგუები საგანიც მზიზღდება,რაც ახლა ნამდვილად არ მინდა,რომ მოხდეს.ზარამდე 5 წუთია დარჩენილი ჯიმინი კი არა და არ ჩანს როგორც ჩანს,ჩაეძინა ან მე-2 გაკვეთილზე მოვა.არ ვიცი!და აი ზარიც დაირეკა.შემოდის 30 წლამდე კაცი.ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია.
-გამარჯობა ბავშვებო,მე თქვენი ახალი სახვითი ხელოვნების მასწავლებელი,ჯექსონი ვარ.იმედი მაქ ერთმანეთს გავუგებთ.ეს ჩვენი პირველი გაკვეთილია ამიტომაც თავისუფალი თემა!რაც გინდათ დახატეთ!
ამ სიტყვების გაგონებაზე დავიბენი,დავფიქრდი შემდეგ კი თვალები დავხუჭე და ინტუიციას მივენდე.დიდხანს ვხატავდი თვალებგაუხილებლად.შემდეგ კი თვალები გავახილე და გავვოგნდი.ის ბიჭი ისწორედ ის ბიჭი,რომელმაც მეტყველების უნარი წამართვა ის ბიჭი რომლის ხსენებაზეც კი ვწითლდები!
-ბავშვებო თუ დაამთავრეთ ჩამოვივლი და თან თქვენს სახელებსაც გავიგებ.
მასწავლებელმა ჩამოვლა დაიწყო და მეც მომადგა.
-ვაუუ ძალიან ლამაზია,ხომ ვერ მეტყვი ვინ არის ეს ახალგაზრდა?
მე ნახატს შევხედე და ჩავფიქრდი რა პასუხი უნდა გამეცა?არ ვიცოდი!არცერთი პასუხი არ მაკმაყოფილებდა ამიტომაც უბრალოდ ვუთხარი,-ნაცნობი.
-რა გქვია?
-კიმ თეჰიონი.
-სასიამოვნოა შენისთანა ნიჭიერი მოსწავლის ყოლა თეჰიონ!
ვთქვა და უბრალოდ განაგრძო ჩამოვლა შემდეგ კი თავის ადგილს მიუბრუნდა და წარმოთქვა ჩემთვის კარგად ნაცნობი სიტყვები,-ყველანი კარგად ხატავთ თუმცა შემიძლია გამოვყო თეჰიონი,ის თავისი საქმის პროფესიონალია!თეჰიონ მართლაც შესანიშნავად ხატავ!
-მადლობა
მან კი უბრალოდ გაიღიმა და განაგრძო,-ბავშვებო 2 წუთში ზარია,საშინაო დავალებად გევალებათ დახატოთ საყვარელი ნივთი ან ადგილი,ნახვამდის.ზარი დაირეკა გარეთ გავედი,შემდეგი ისტორია მქონდა ღრმად ჩავისუნთქე არა იმიტომ,რომ არ მიყვარს ეს საგანი,არა უბრალოდ ძალზედ დამღლელია მეორე სართულიდან ახვიდე მეოთხეზე.შევედი თუ არა კაბინეტში ჯიმინი დამხვდა რომელიც ხელით მანიშნებდა 'ხმადაბლა ილაპარაკე მასწავლებელიც აქაა'და თან სიცილს ვერ იკავებდა.იცოდა,რომ არ მიყვარს როდესაც სკოლაში არ მოდის ან პირველ გაკვეთილზე აგვიანებს,არ მიყვარს მარტო ყოფნა,ის მუდამ ჩემ გვერდით უნდა იყოს რაც არ უნდა მოხდეს და იგივეს მიიღებს ჩემგანაც.მის გვერძე დავჯექი და დავიწყე დაბალ ხმაზე მისი დატუქსვა
-სად ხარ,ხელოვნებაზე რატო არ იყავი?დებილო ბავშვო!
ჯიმინს ჩემს სიტყვებზე უფრო წასკდა სიცილი.ხელებით იკავებდა სიცილს ბოლოს კი შეძლო ხმის ამოღება
-ჩამეძინა რა უნდა მომხდარიყო მეტი?
-მერავიცი,ყველაფერი შენ როგორ გემართება?
ლაპარაკი არ ვაცადე და ისევ დავიწყე
-ჯიმინნ რაღაც უნდა გითხრა.
ზარი დაირეკა და მასწავლებელიც ადგა,-ახალ თემაზე გადავდივარ თუმცა სანამ გაკვეთილს აგიხსნით თეჰიონ და ჯიმინ დაშორდით ერთმანეთს.
ჯანდაბა,ზუსტად მაშინ როდესაც მნიშვნელოვანი რამ უნდა მეთქვა.გადავჯექი ისეთ ადგილას სადაც ძნელად მნახავდა,ამოვიღე ტელეფონი და დავიწყე თეჰიონისთვის მიწერა:

𝖄𝖔𝖚 𝖒𝖆𝖐𝖊 𝖒𝖊 𝖋𝖊𝖊𝖑 𝖘𝖕𝖊𝖈𝖎𝖆𝖑Where stories live. Discover now