f

270 28 28
                                    

საბოლოოდ ცრემლები გაიმშრალა,ადგა,მივიდა დედამისთან და დაჯდა.იატაკს უყურებდა და თავში სიტყვებს ალაგებდა,არ იცოდა რითი დაეწყო ან როგორ ეთქვა საბოლოოდ თავი ხელში აიყვანა და უთხრა,-დედა ახლა რა ვქნათ?
დედამისი ხმას არ იღებდა,რაც თეჰის ძალიან აშინებდა თუმცა მალევე დედამისმა ხმა ამოიღო,-უბრალოდ მომენდე,ყველაფერი კარგად იქნება.

უბრალოდ მივენდო?მივენდო?სასაცილოა!
-კარგი.
ვთქვი და უბრალოდ დავწექი შევეცადე დამეძინა თუმცა ხმა უფრო და უფრო უარესდებოდა.მეძინებოდა თუმცა ვერ ვიძინებდი,გამახსენდა ბაღში ამბობდნენ ძილი თუ არ შეგიძლიათო უბრალოდ ცხვრები დაითვალეთ.ერთი ცხვარი,ორი ცხვარი,სამი,ოთხი...
სრული სისულელეა,თუმცა ამ შემთხვევაში იმოქმედა და მართლაც მალევე ჩამეძინა.როდესაც გავიღვიძე დედაჩემი ვიღაცას ესაუბრებოდა,თვალები არ გავახილე უბრალოდ მის ლაპარაკს ვუსმენდი და დიდი ალბათობით ის უფროს დეიდაჩემს ან ბებიაჩემს ელაპარაკებოდა მობილურით.

ახლა ვხვდები ის მართლა ცოდოა,ცოდოა ამ ყველაფრის გამო,ცოდოა აქ,რომ ცხოვრობს მაშინ ჩემს გამო დაბრუნდა აქ,ამ წყეულ სახლში.მახსოვს მაშინ მამაჩემი დაპირდა იმას,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და თვითონაც გამოსწორდებოდა.
ჰაჰ,არა!ის ისეთი დარჩა.
თუმცა დავუბრუნდეთ ამბის მოყოლას:

უცბათ დედაჩემმა ტელეფონი გვერძე გადადო ამ დროს ხმა უნდა ამომეღო,როდესაც მთვრალი ბიძაჩემი შემოვიდა ოთახში
-როდემდე,როდემდე უნდა იყოთ ასე?!ნამუსიც კარგი რამეა,არ მაინტერესებს რამე მოიფიქრეთ!ან შერიგდით ან არ ვიცი!-თქვა და იმავე წამსვე გავიდა,დედაჩემს შევხედე ის მე მიყურებდა შემდეგ კი გამიღიმა.ვაიჰ ეს ყალბი ღიმილი,როგო მეზიზღებოდა ეს ყალბი ღიმილი!
ჰაერი ღრმად შევისუნთქე და ისევ საწოლზე დავეშვი.ისევ ჩამეძინა და ახლა უკვე არაფერს გავუღვიძივარ!
ავდექი დილით ჩემდა გასაკვირვად უკვე ჩემ საწოლში ვიყავი.მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა,სანამ ავდექი და გავიგე ბიძაჩემის და ბებიაჩემის საუბარი იმაზე თუ როგორ უნდა გაეყიდათ სახლი და წასულიყვნენ,ხოლო მე და დედაჩემი კი უბრალო....
ღმერთო ჩემო ამ სიტყვას ვერც კი ვამბობ...ჩვენ კი უბრალო ნაბიჭვრები ვიყავით,რომლებიც ამ სახლიდან უნდა გაეძევათ.
სრული შოკი დამემართა.ვიტირე?არ მახსოვს,მართლა არ მახსოვს,მგონი არა-რადგან ასეთ სიტყვებს შეიძლება ითქვას მივეჩვიე დიახ,მივეჩვიე.

ვფიქრობ ესაა და ეს რაც ჯერჯერობით მინდოდა თქვენთვის მეთქვა,ჩემს "ოჯახზე"

ახალი წელი.
ამ სიტყვის მნიშვნელობა დღემდე არ მესმოდა.წინა წელს ყველაფერი ჩაშხამდა,რადგანაც ჩემი მშობლები ერთად არ არიან დედაჩემი ახალ წელს უბრალოდ არ გამოვიდა ოთახიდან.რას ვაკეთებდი?როგორც ყოველთვის მაშინაც ვიტირე!არ მინდოდა,მართლა არ მინდოდა წელს მსგავსი რამ მომხდარიყო,საშინლად ვნერვიულობდი მინდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო,დედაჩემსაც ვთხოვე ვეხვეწე,რომ გამოსულიყო ოთახიდან,რა თქმა უნდა უარი არ მითხრა და გამოვიდა.სუფრასთან ყველა ვიყავით,ვიცინოდით,ვხალისობდით.მართლა ერთ მომენტში მეგონა,რომ ეს უბრალო ილუზია იყო ან სიზმარი და ერთ მშვენიერ დროს დასრულდებოდა ან გამეღვიძებოდა თუმცა არა!ეს რეალობა აღმოჩნდა ვუყურებდი ყველას და უბრალოდ მეცინებოდა.თუმცა შემდეგ დავფიქრდი რამდენად კარგად იყვნენ ყველა როლებში შეჭრილი,ვიცი მათ ეს ყველაფერი არ უნდოდათ,რომ გაეკეთებინათ და სიმართლე გითხრათ დღემდე არ ვიცი რატომ გააკეთეს.შემდეგ კი მივულოცე ყველა ჩემ მეგობარს.გიკვირთ არა?სულ სულ თავიდან თქვენ იცოდით ჩემი ერთადართი მეგობრის შესახებ თუმცა შემიძლია ვთქვა წლის დასასრულში ბევრი რამ შეიცვალა და მეგობრები გავიჩინე,იმდენად გამიკვირდა,მათი რაოდენობა ათს აღემატებოდა.მართლა ამ ბოლო დროს აღარ ვარ ისეთი როგორიც ადრე ვიყავი და საშინლად მომწონს ის რაც ვარ ახლა!შემდეგ დღეს კი ჯერ ბებიაჩემთან მივედი სადაც მართლა ვიმხიარულეთ ბავშვებმა.კი ბავშვებმა ბევრნი ვიყავით,მადლობა ღმერთს ბევრი დეიდაშვილი მყავს,შემდეგ საღამოსკენ ყველა ერთად დეიდაჩემთან მივედით,ფეხით.თქვენ უნდა გენახათ რას არ ვაკეთებდით,ამ მომენტში თავს მართლა ბედნიერად ვგრძნობდი!იმ ღამეს ვიმხიარულეთ შემიძლია დავიფიცო ყველამ პირველად ნახაროგორ ვცეკვავდი!უხაროდათ,იმ ღამეს ყველას უხაროდა!არავინ არ წასულა მოწყენილი ან თუნდაც გაბრაზებული.ეს იყო ნამდვილი ოჯახი,ზუსტად ასეთი იყო ჩემი არნახული ახალი წელი.იმას რასაც განვიცდიდი მართლა მომწონდა.უბრალოდ მადლობა,მადლობა ყველას ვინაც ჩემი ერთი დღე გაამხიარულა!

მადლობა!

-----------------------
გამარჯობა,გამარჯობა!
გილოცავთ ყველაასს ახალ 2020 წლეს გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!💜🐻
იმედი მაქვს ძალიან არ დავაგვიანე ახალი თავის დადება!მიყვარხართ ყველა ვინც კითხულობთ!💜
გამოხატეთ რეაქციები🤧

𝖄𝖔𝖚 𝖒𝖆𝖐𝖊 𝖒𝖊 𝖋𝖊𝖊𝖑 𝖘𝖕𝖊𝖈𝖎𝖆𝖑Where stories live. Discover now