Part 1

2K 125 60
                                    

დილა თავის ტკივილით იწყება ქერათმიანისთვის.  თვალებს მთელი ძალით იზელს და ჯერ კიდევ ბუნდოვნად აღიქვამს ყველაფერს. ოთახში მზე ანათებს და აშკარას ხდის დამტვერილ ჰაერს. გარშემო სიგარეტის და ყავის სუნი ირევა, რომელსაც რაღაც პიტნის არომატიც დაერთვის, წესით ეს მისი აეროზოლის სურნელი უნდა იყოს, რომლითაც ჰაერის გაწმენდა სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

-სიგარეტი მჭირდება. სიგარეტი, ამის დედაც. -ღრინავს და ცდილობს ტუმბოს გადასწვდეს, რასაც ვერ ახერხებს. საწოლიდან იწევა და რამდენიმე წამში ხმამაღალი ხმა ისმის, რაც იმის მანიშნებელია, რომ იატაკზე დაებერტყა.

ხმამაღლა იგინება და ხელებს თავზე იჭერს. რამდენიმე წუთში კი, ისევ ნელა იცილებს, თითქოს თავი კი არა, ბომბი იყოს და წუთი-წუთზე აფეთქდებოდეს. დაბლა გაგორებული ცოტახანს რჩება, ცივი იატაკი ესიამოვნა გახურებულ სხეულზე და როცა უკვე არჩევს გამოსახულებებს და ყველაფერი ბუნდი აღარ ეჩვენება, ფეხზე ადგომასაც იწყებს. ტანსაცმლის ჩაცმით თავს არ იწუხებს, საცვლის ამარა მიდის სამზარეულოსკენ, მანამდე კი, არც სიგარეტის აღება ავიწყდება. მადუღარას რთავს, ჭიქაში სამ კოვზ ყავას და ექვს კოვზ შაქარს ყრის, შემდეგ ხელებს მოუთმენლად აკაკუნებს და როცა ხვდება, რომ ლოდინი მოუწევს, სამზარეულოს ტოვებს.

აივნის კარებს ფართოდ აღებს და სუფთა ჰაერს ღრმად ისუნთქავს, თითქოს აქამდე სუნთქვა შეკავებული ჰქონდაო.
აივანი იმდენად მომცროა, მხოლოდ ერთი სკამი ეტევა.
იქ დაჯდომას იმ შემთხვევაში მოახერხებ, თუ ფეხებს მოაჯირზე შემოაწყობ. ასეც იქცევა. სიგარეტს უკიდებს და მზეს ეფიცხება. უკვე შუადღე ყოფილა, დიდხანს სძინებია.
პეიზაჟით დიდად ვერ ტკბება, არაფერი საინტერესო არ ხდება ირგვლივ.
ცოტა სიცივეც უვლის, ვინაიდან, თავი არ შეიწუხა ტანსაცმლის ჩაცმით.

ფიქრები ერევა თავში. ლამის შეიგინა, რადგან დაავიწყდა, რომ მუსიკა ჩაერთა. ახლა სიჩუმეში ჯდომა და ფიქრი უწევს.
უნდა, რომ წაშალოს გონებიდან, მაგრამ ორგანიზმს და გონებას ერთდროულად ვერ უწევს წინააღმდეგობას.
ოხრავს და თავს აქნევს, მერე ღიღინს იწყებს, იქნებ, ასე მაინც გადავიტანო ყურადღებაო.

where did you sleep last night?Where stories live. Discover now