Part 12

576 77 53
                                    

ჯონგუკს ყოველთვის ეუბნებოდა დედა, რომ თუ უნდოდა სცოდნოდა თვეში რამდენი რიცხვი იყო, ხელზე გადაეთვალა. ასეც იქცეოდა. მუშტს კრავდა და ნახულობდა, რომ ზოგი თვე მაღლა ხვდებაოდა, ზოგიც დაბლა. ზოგი თვე ბედნიერი იყო, ზოგიც - უბედური.
ბევრი ცუდი გამოუვლია და ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ახლა თითქმის უტეხი გამხდარიყო. შეიძლება განეცადა, ეტირა, თუმცა ბოლოს საკუთარ თავს ხელში აიყვანდა და ყველაფერს ჩვეულებრივად განაგრძობდა. იცოდა, დიდხანს ტანჯვას აზრი არ ჰქონდა. ბევრჯერ უფიქრია, რა იქნებოდა, თუ უბრალოდ გაქრებოდა,
აღარ იარსებებდა და ასე დასრულდებოდა მისი არსებობა. იმდენი უფიქრია, სანამ ამ ყველაფრისგან ლამის გაგიჟებამდე მივიდოდა,
თუმცა ბოლო პასუხი მაინც ერთი იყო - არ უნდოდა, რომ გამქრალიყო. ყველაფრის მიუხედავად უყვარდა სიცოცხლე და აფასებდა იმ წლებს, რაც ჰქონდა გამოვლილი.
იმ ცრემლებში გატარებულ ღამეებსაც და ბედნიერ დღეებსაც.
  იცოდა, როგორ იყო ახლა თეჰიონი, რადგან თავადაც გამოუვლია ეს მდგომარეობა.
იყო დრო, როცა ის მთლიანად უიმედობაში იყო გადავარდნილი, როცა არავის სიტყვებს არ ჰქონდა აზრი, რადგან შფოთი, რომელიც გარს ეხვია, არაფერს უშვებდა შიგნით გარდა ტკივილისა. არც მაშინ უნდოდა სიკვდილი. უბრალოდ ერჩია, არ დაბადებულიყო, თუმცა ვერც სიცოცხლეს ელეოდა.
ცხოვრობდა და დარჩენილ წუთებს ასე უცდიდა. თავი კოშარში ეგონა, სადაც დრო შენელებულად გადიოდა და გამიზნულად ტანჯავდა ბიჭს.

     ამ დღეს წვიმდა, რამაც თეჰიონი ძალიან გაამხიარულა. ჯონგუკი უმტკიცებდა, რომ წვიმიან ამინდს მზე ჯობდა, თუმცა უფროსი პოზიციას არ თმობდა.

-ნახე, როგორი ლამაზია..-ჭიქას შემოხვეული ხელები გაუშვა და ფანჯრისკენ მიუთითა ქერამ.

-ლამაზია, მაგრამ სევდიანი. -მხრები აიჩეჩა უმცროსმა.
-ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა წვიმს. -აღიარა ბოლოს.

-მე პირიქით. -გაეცინა თეჰიონს და ფეხზე წამოდგა. დახლზე მიყუდებულ ბიჭს უცებ მოეხვია, რაზეც უმცროსი ლამის შეხტა, თუმცა მალევე მოეშვა მის მკლავებში.

where did you sleep last night?Where stories live. Discover now