შაბათი დღე იყო, ჯონგუკი თეჰიონის აივანზე გახლდათ გადაყუდებული და დაბლა იყურებოდა.
-ლუდი მომიტანე? -გადასძახოდა ქერას, რომელიც პარკებით ხელში შედიოდა სახლში.
-კი. -ამოსძახა და კარის ხმაც გაისმა.
უფროსი მალევე ამოვიდა და პარკები მაგიდაზე დააწყო. შემდეგ დაღლილი ჩამოჯდა სკამზე.
-თეჰიონ, მაღაზია ზუსტად ორმოცდაათ ნაბიჯშია. -თვალები აატრიალა ბიჭმა.
-რა იცი, დაითვალე? -ჟაკეტი გაიხადა უფროსმა.
-ხო. ხანდახან უსაქმოდ ვარ ხოლმე. -ჩაეცინა ჯონგუკს.
თეჰიონი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ტელეფონის ხმა გაისმა. ნომერს დახედა თუ არა, წარბები შეკრა და ნერწყვი მძიმედ გადაუშვა ყელში. ეს არც ჯონგუკს გამოპარვია.
-გისმენ. -თქვა ბოხი ხმით.
ცოტახანს ისაუბრეს, თეჰიონმა უცნობს მადლობა მოუხადა და უმეტესად მოკლე პასუხებს სცემდა. ზარი მალევე შეწყდა.ჯონგუკს არ უნდოდა უცებ ეკითხა, მაგრამ ინტერესი კლავლდა. თეჰიონს აშკარად აღელვება გამოჰხატვოდა სახეზე.
-ვინ იყო?
-მამაჩემი. დაბადების დღე მომილოცა. -უემოციო ხმით თქვა და მაგიდიდან ლუდი აიღო.
-რა? -წამოიყვირა უმცროსმა. -დაბადების დღე გაქვს? რატომ არ მითხარი?
-არ იყო საჭირო თქმა. არაფერი გასაოცარი არ არის ამაში. -მხრები აიჩეჩა და ბოთლი მოიყუდა.
-კარგი, რა.. -წარბები შეკრა უმცროსმა. -დღეს რამის გაკეთება არ გინდა? ტორტი ვიყიდოთ და სანთლები. -შესთავაზა ბიჭმა.
-არა. -მოკლედ მოუჭრა ქერამ.
-საჩუქარს გიყიდი და ამაზე უარს ვერ მეტყვი.
-საღამოს თავისთან დამპატიჟა.. -თქვა უცებ თეჰიონმა და ჯონგუკის ინტერესიც დაიმსახურა.
-მერე? უნდა წახვიდე. ოჯახში შეხვდი ამ დღეს. -გაუღიმა ბიჭმა.
-მასთან მთლად კარგი ურთიერთობა არ მაქვს..
![](https://img.wattpad.com/cover/204659270-288-k740590.jpg)
YOU ARE READING
where did you sleep last night?
FanfictionWhere Did You Sleep Last Night? - Nirvana [Jk] Painkiller - Judas Priest [Th]