ქერათმიანს თავი უმცროსის მკერდზე უდევს, რომელიც ნელა ეთამაშება მის არც თუ ისე გრძელ თმას. რამდენიმე წუთში, შავთმიანი წამოიწია, მაგრამ უფროსმა მისი შეჩერება სცადა.
-სად მიდიხარ?
-წეღან არ მთხოვე, ყავა გამიკეთეო? -გაეცინა და ისევ თმაზე წაეთამაშა უფროსს.
-ხო, მაგრამ.. -ღრმად ჩაისუნთქა და საწოლზე გადაწვა. -არ შეგიძლია, ცოტა ხანს კიდევ დარჩე აქ? კომფორტულად ვიყავი. -მის სიტყვებზე ჯონგუკის ტუჩებს სიცილი მოსწყდა.
-როგორც მიბრძანებთ, ბატონო. -თვალი ჩაუკრა და ისევ უკან დაბრუნდა. მისგან ახლა უკვე ზურგით შექცეულს ძლიერად მოხვია მკლავები და სხეულზე აიკრა.
-ასე ჯობს. -ბუტბუტით თქვა უფროსმა.
-არ გინდა, ვისაუბროთ? -დიდი ყოყმანის შემდეგ ამოთქვა ჯონგუკმა და თეჰიონი მისკენ გადმოაბრუნა.
-რაზე? -ფრთხილად იკითხა ბიჭმა.
-მთელ სიტუაციაზე. გავიაზრე ის ამბავი, რაც მომიყევი და მესმის, თეჰიონ, თუმცა.. არ ვიცი, იქნებ შანსი მისცე? მაშინ მართლა ბავშვები იყავით და მაგ ასაკში ყველა უშვებს შეცდომებს. -საწოლზე წამოჯდა ჯონგუკი და ბალიშს მიეყრდნო.
-არ ვიცი..-ამოიჩურჩულა უფროსმა და ისიც წამოჯდა. -იმდენად ძნელი გადასატანი იყო და იმდენად გამიჭირდა მაშინ, რომ.. -წამით გაჩუმდა და ჩაისუნთქა.
-არ ვიცი, შემიძლია თუ არა, რომ ის ასე უბრალოდ მივიღო და დავივიწყო წარსული. -ჯონგუკმა თავი დაუქნია იმის ნიშნად, რომ მისი ესმოდა და ახლოს მიიზიდა.-ხო, მაგრამ ნანობს და უნდა რომ აპატიო, თეჰ. მთავარი ესაა. თუ არ მისცემ თავს უფლებას, რომ ეს ამბავი გაუშვა და უკან დატოვო, ის ყოველთვის შენთან დარჩება და შიგნიდან გამოგღრღნის. მაგრამ თუ ეცდები, რომ წინ წახვიდე და ყველა ის შფოთი უკან ჩამოიტოვო, რაც მაგან გამოიწვია, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს, ყველაფერი უკეთ იქნება და დალაგდება. მარტო არ ხარ. დაგეხმარები, რომ ფეხზე მყარად იდგე, კარგი? -მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა.

YOU ARE READING
where did you sleep last night?
FanfictionWhere Did You Sleep Last Night? - Nirvana [Jk] Painkiller - Judas Priest [Th]