Part 15

484 79 21
                                    

ბიჭი ტელევიზორს უაზრო სახით იყო მიშტერებული, როცა კარზე კაკუნის ხმა გაისმა და წამში წამოფრინდა ფეხზე.

-ვიცოდი, რომ დაბრ.. -როცა შეხედა, კარს იქით ვინ იდგა, უცებ გაჩუმდა.
-ჯონგუკ? შემოდი.. ჰეი, დამშვიდდი.. -ბიჭს შიგნით შემოსვლაში დაეხმარა და სავარძელთან მიიყვანა.
-სულ სველი ხარ..-თავი გააქნია და მის წინ ჩამოჯდა ნერვიული სახით. -წამოდი, შხაპი მიიღე და შემდეგ ვისაუბროთ, კარგი? -შესთავაზა უმცროსს, რომელმაც უჩუმრად დაუქნია თავი მეგობარს და მადლიერება დაეუფლა, რადგან ზედმეტ კითხვებს არ სვამდა.

უმცროსს სააბაზანომდე გაჰყვა, შიგნით სუფთა პირსახოცი და ტანსაცმელიც დაუწყო და შეწუხებული სახით ჩამოჯდა სავარძელზე. ვერ ხვდებოდა ჯონგუკი ამ წვიმაში მის სახლამდე ფეხით რატომ წამოვიდა,
ან რატომ იყო ასე ჩუმად..
იმ ამბის მერე მასთან არ ულაპარაკია.. არც კი იცოდა, რა ხდებოდა უმცროსის ცხოვრებაში.
შავთმიანისგან ასეთი საქციელი უცხო იყო. პირიქით, ჯონგუკი ორ მეგობარს შორის, მეტად ძლიერი იყო ხოლმე და ხშირად იუნგის საყრდენიც ხდებოდა.

აზრებიდან მხოლოდ მაშინღა გამოერკვია, როცა კარის ხმა გაისმა და ოთახში ჯონგუკი გამოვიდა უემოციო სახით.

-წამოდი, სამზარეულოში ვისაუბროთ. თან ჩაის გაგიკეთებ. -შესთავაზა უფროსმა და იქით დაიძრა.
-მეტყვი რა მოხდა? -იკითხა, როცა უკვე წუთები იყო გასული, რაც ბიჭი ხმას არ იღებდა.

-არ ვიცი, რა გავაკეთო.. -სახე ხელებში ჩარგო ჯონგუკმა და ამოისლუკუნა. იუნგიმ თავი დაანება იმას, რასაც აკეთებდა და ბიჭთან ჩამოჯდა შეწუხებული სახით.

-მომიყევი, გუკ.. -ხელი მხარზე დაადო და ნელა მოუჭირა.

-დედას ჰგონია, რომ მოხმარება ისევ დავიწყე.. -ჩაილაპარაკა დაბალი ხმით ბიჭმა.

-რა? ასე რატომ ფიქრობს? -დაიბნა უფროსი.

-მამაჩემთან ვიყავი და შემთხვევით მისი ქურთუკი ჩავიცვი, რომელშიც.. -ხმა გაებზარა. იუნგიმ თავი დაუქნია იმის მისანიშნებლად, რომ ხვებოდა, რასაც ამბობდა.

where did you sleep last night?Where stories live. Discover now