Part 13

581 88 48
                                    

ჯონგუკს მამასთან სტუმრობა იმაზე მეტხანს გაუგრძელდა, ვიდრე იფიქრებდა.
ცივ იოგურტს მიირთმევდნენ, რომელიც სხვა პროდუქტებთან ერთად მიიტანა და ცოტა სასიამოვნო სიჩუმეც ჩამოვარდნილიყო.
უმცროსი არ ნანობდა, რომ მამას ესტუმრა. რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, თავს მეტად დამშვიდებულად გრძნობდა და მამა-შვილს შორის, არანაირ უხერხულობას არ უჩენია თავი. გრძნობდა, რომ კაცს რჩევების მიცემა უნდოდა. რჩევების თუ არა - უეჭველად რამის თქმა მაინც ენდომებოდა სიტუაციის შესახებ, თუმცა თავს იკავებდა და ამის მიზეზი ნათელიც იყო.
თუმცა, თავად არ იყო წინააღმდეგი მამისგან რაიმე მოესმინა, თუნდაც ეს სულაც არ დახმარებოდა მოცემულ სიტუაციაში.

-მისმინე, ჯონგუკ.. შეიძლება საუკეთესო მამა არ ვარ და არც დიდი ჭკუით ვიწონებ თავს მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ალბათ მაქვს უფლება, ერთი-ორი სიტყვა გითხრა..-ჯონგუკის ფიქრები დაადასტურა კაცმა.

-რა თქმა უნდა..-თავი დაუკრა ბიჭმა.

-ის, რაც წარსულში მოხდა..-წამით გაჩუმდა, თვალები უცნაურად მოჭუტა და ისე ამოიოხრა, თითქოს ძველ ამბებს იხსენებსო.
-ყველაფერმა გაიარა, შვილო. ეს არც დედაშენისთვის ყოფილა ადვილი და არც ჩემთვის. რა, არ მეტყობა? -გაიცინა და ხელები გაშალა. -თუმცა, ვიცი, ყველაფერი დაძლიე და ძლიერი პიროვნება გახდი. იმაზე ძლიერი, ვიდრე მე შემეძლო, რომ გავხმდარიყავი. შენ ძლიერი ბიჭი ხარ, ჯონგუკ. დედაშენზე და ჩემზე ძლიერიც.

ჯონგუკს ცრემლები მოაწვა. გაუცნობიერებლად დიდი სევდა დაეუფლა ფიქრებისგან, რომელიც თავში უტრიალებდა.

-რა, არ გტკიოდა? ამიტომაც მიხვედი იმ გადაწყვეტილებამდე. გგონია, არ მესმის? შენი აზრით, ამად რატომ ვიქეცი? თუმცა შენ შეძელი ყველაფერს გაცლოდი და ცხოვრება ახლიდან დაგეწყო. დაგევიწყებინა ყველაფერი და ახალი ფურცლით გეცხოვრა. ფურცლით, რომელიც შელახული არ იქნებოდა და მოუფრთხილდებოდი ყველაფრის ფასად, რომ ეს არ მომხდარიყო.

where did you sleep last night?Where stories live. Discover now