Part 3

680 103 41
                                    

ბიჭი იმდენადაა ღრმა ძილში ჩაძირული, მხოლოდ ნახევარ საათის შემდეგ აღვიძებს ძლიერი კაკუნის ხმა. ჯერ ნელა იზლაზნება, ადგომას არ ჩქარობს, მაგრამ ტვინის წამღები ხმა აიძულებს დაჩქარდეს და ზედის ჩაუცმელად გაემართოს კარისკენ, რომელიც კინაღამ ჩამოიღეს.

-რა ჯანდაბაა? -ამბობს ბოხი ხმით, როცა კარს ხსნის.

-რა იყო, მოკვდი? ერთი საათია აქ ვდგავარ. -თვალებს ატრიალებს უმცროსი.

-იქნებ ისიც მითხრა რატომ? აქ რა გინდა. -ხელებს აჯვარედინებს ქერა.
ჯერ კიდევ მძინარე გამომეტყველება აქვს. დასიებული თვალები და ტუჩები ისე საყვარლად გამოიყურება მის სახეზე, შავთმიანს წამით ეღიმება.

-რა ვიცი, აბა..-მხრებს იჩეჩს და კარის ჩარჩოს ეყრდნობა.

-რას ჩამომიდექი? -თვალებს ქაჩავს უფროსი.
ვერ ხვდება, ჯონგუკს რა უნდა.

-შენს წაყვანას ვაპირებ და ველოდები, როდის გაემზადები. -თავისი სიტყვების სიმტკიცისთვის თავსაც იქნევს რამდენიმეჯერ.

-რა? -გაკვირვებულ მზერას ესვრის თეჰიონი.

-ბერდები. -თავს აქნევს სიცილით შავთმინი. -მიდი, მალე ჩაიცვი. ასე შიშველს ხომ არ წაგიყვან? - სხეულზე უთითებს. -ისე, პრესები მოგიხდებოდა. ჩემთან ერთად უნდა ივარჯიშო ხოლმე დილაობით. -სთავაზობს და როცა ბიჭის მობეზრებულ სახეს ხედავს, ეცინება. -აა, სულ დამავიწყდა, რომ იმ დროს იძინებ ხოლმე, როცა მე სარბენად გამოვდივარ.

-ამიხსნი რა გინდა, თუ ჩემი დაცინვის დღე გაქვს. -მოთმინების ფიალა ევსება უფროსს და ღრინავს. -ან რას ჩამომაყენე, შემოდი, ან გადი.

-ხომ გითხარი, ქალაქში მიმყავხარ. მეგობრები ხომ ვართ? -თვალები უმრგვალდება უმცროსს.

-არ ვართ. -უხეშად პასუხობს ქერა და სახლში შედის, ბიჭიც უკან მიყვება. -მეგონა იცოდი, რომ არ ვართ.

-როგორ არა. ვართ. თავად დამთანხმდი, უკან ვეღარ წაიღებ სიტყვებს.

where did you sleep last night?Where stories live. Discover now