Part 4

638 97 81
                                    

  ბიჭს ეღვიძება თუ არა, ღრმად ეფლობა საბანში, რომ დაძინება გააგრძელოს, თუმცა ეს არ გამოსდის და უაზროდ წრიალებს საწოლში. უკვე გამოფხიზლებული თვალებს და ისრესს და ფანჯრისკენ გადააქვს ყურადღება. აშკარად შეღამებულია. საათს აჰყურებს და როცა დროს აფიქსირებს, რაღაც ახსენდება.

-ჯანდაბა. -ფეხზე ხტება მაშინვე. -ნამდვილად მომკლავს. -ლუღლუღებს, როცა კარადიდან ტანსაცმელს იღებს და საწოლზე ყრის. -თუმცა, არ მადარდებს, ასე რომ..-ტანსაცმელს დაჰყურებს ქერა.

არაფერი განსაკუთრებული არ აურჩევია, ჩვეულებრივი, ტანზე მომდგარი შავი შარვალი და თეთრი ზედა ჩაიცვა, რომელზეც ჯინსის ქურთუკი შემოიცვა, რომელსაც მკლავები მოჭრილი ჰქონდა. ფეხზე წითელი კედები ამოიცვა და საათს კიდევ ერთხელ შეხედა. ზუსტად ორი საათით აგვიანებდა. მაგიდაზე ადრე ნაყიდი სუნამო დააფიქსირა და ორჯერ მიიპკურა, სანამ სახლიდან გავიდოდა.

-საერთოდ რატომ მივდივარ. -აგრძელებს საკუთარ თავთან საუბარს, როცა უკვე კიბეებზე ჩადის და გზად თმას იჩეჩავს.

ახლაღა ესმის ხმამაღალი მუსიკის ხმა, რომელიც მოპირდაპირე სახლიდან ისმის . სახლში შესვლას არ ჩქარობს, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებს და ღერს სწრაფადვე უკიდებს. რამდენიმე ნაფაზის შემდეგ ნამწვავს ძირს ისვრის და გაღებულ კართან მიდის. სახლში ბევრი ხალხი ირევა, რა თქმა უნდა, აქედან ვერავის სცნობს თეჰიონი. დარწმუნებულია, ჯონგუკი უსაყვედურებს იმის გამო, რომ ასე დააგვიანა და იმასაც ეტყვის, რომ ეს საღამო სწორედ მისთვის გამართა და იძლებული იყო, დროზე გამოცხადებულიყო, რაშიც, მართალი იქნებოდა და ალბათ შეწინააღმდეგების უფლება არ ექნებოდა უფროსს.
მუსიკის ხმა ყურებს უჭედავს და სახლიდან ისევ უკან გასვლას ანდომებს. იქნებ მართლაც წავიდეს? ვითომ დაავიწყდა, ან ცუდად გახდა, ან...

ამ ფიქრებში ჯონგუკსაც მოჰკრა თვალი, რომელიც მისკენ მოემართებოდა. მის სახეზე ემოციებს ვერ არჩევდა და დიდად არც იმაზე ღელავდა, ბიჭი გაბრაზებული თუ იქნებოდა.

where did you sleep last night?Where stories live. Discover now