უცნაურად უცემს გული.
არა ისე, როგორც ყოველთვის. გრძნობს ცვლილებებს, მაგრამ არ იმჩნევს. თავს იტყუებს იქამდე, სადამდეც ეს შეუძლია, რადგან იცის, როცა სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა მოუწევს, სასტიკად ეტკინება. ეს აქამდეც გამოუცდია და ამიტომაც გაურბის იგივე გრძნობას. იმდენად ეშინია, რომ თავს მხდალად გრძნობს, თუმცა, ამას შეგუებულიც კია.
იცის, ამ ტკივილს ვერსად წაიღებს და კვლავ წყეულ გულში ჩაიკლავს, რომელიც გამალებით სცემს, არა თავისთვის, არამედ სხვა ადამიანისთვის.
არ ჰქონდა სხვა ადამიანს იმის უფლება, რომ მის ფიქრებს დაპატრონებოდა, რადგან ყოველთვის იცოდა, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა. არ დაუშვებდა ვინმე ისე შეყვარებოდა, რომ ამას ცვლილებები გამოეწვია. ეზიზღებოდა ცვლილებები, ეზიზღებოდა, როცა რაიმე ისე არ ხდებოდა, როგორც ჩვეულებრივ, რადგან ამას ყოველთვის ცუდი შედეგი მოჰყვებოდა და არ იყო დარწმუნებული, რომ ახლაც იგივე არ მოხდებოდა. ეშინოდა. მაგრამ, რამდენად სულელი იყო, რომ უკვე მეორედ უშვებდა იგივე შეცდომას.-მისმენ? -ქერათმიანს ფიქრებიდან ხმა აფხიზლებს. თვალებს რამდენჯერმე ახამხამებს და თავს უქნევს. თუმცა არ უსმენდა. ცხადია, რომ არ უსმენდა.
-მოკლედ, იუნგის ბიჭი დავპატიჟე აქ. ერთად ვმუშაობთ და უცნაურად არ ჩათვალა, რომ სახლში მოვიპატიჟე. ღმერთო, უკვე დამღალა. ვერ მოისევენებს, სანამ თავს არ შეაყვარებს. ნუ, თუ ეს არის მისი მიზანი. ისიც არ ვიცი, რას გეგმავს. -სწრაფად საუბრობდა ჯონგუკი და თან ჭიქიდან წვენს წრუპავდა.
თეჰიონი უმცროსის სავარძელზე იყო გაწოლილი და ისე უსმენდა ბიჭის საუბარს.
-ასე რატომ აიკვიატა?-ეკითხება ბოლოს და წელში სწორდება.
-აზრზე არ ვარ. მგონი შეიშალა. რაც დაინახა მას შემდეგ პირი არ გაუჩერებია, სულ მასზე საუბრობს. -თვალებს ატრიალებს. -ის ბიჭი როცა მოვა, ნახევარ საათში იუნგიც მოვა. ვითომ შემთხვევით შემოიარა. -ეცინება.
YOU ARE READING
where did you sleep last night?
FanfictionWhere Did You Sleep Last Night? - Nirvana [Jk] Painkiller - Judas Priest [Th]