S

6.9K 248 62
                                    

-ერთი.. ორი... და...—ჩურჩულით გაიძახოდა ბიჭი რომელიც ნახევრად ღია კარებში მშვიდად მძინარე ქერას ადევნებდა თვალს.—სამი—ჩურჩულით ჩაილაპარაკა. ტუჩის კუთხე ჩატეხა და ოთახში პატარა მაშხალა შეაგდო რომელმაც არ დააყოვნა და უმალვე დაიწყო საშინელი ხმების გამოცემა. შავგვრემანი კი უკვე შემზადებულიყო და ყურებზე მთელი ძალით აეფარა ხელები. თან სიცილით კვდებოდა თავისი მეგობრის რეაქციაზე. განსაკუთრებით კი მის სხეულზე რომელიც მოულოდნელობისგან უჩვეულოდ იკლაკნებოდა.

-ჯანდაბა ჯონგუკ.. ვერ გიტან.. ჩემი დაბადების დღის დილა ჩამამწარე..—ბუზღუნით ეუბნებოდა ბიჭი თავის მეგობარს და უკვე ფეხზე ამდგარს მუშტები დაეშინა თავისი "ძმისთვის". შავგვრემანი კი ისევ ვერ ჩერდებოდა. უკვე ცრემლებიც კი მოსდიოდა სიცილისგან.- ყოველ წელს ერთი და იმავეთი ნუ მილოცავ! უკვე მეცამეტე წელია დაბადების დღეზე ასე მაღვიძებ. საერთოდაც ბანალურობის პიკია! — ეუბნებოდა და თან სახეშიც უტყაპუნებდა ხელებს. ჯონგუკმა კი მალევე მოთოკა თავი და თეჰიონს ხელები გაუკავა. ნელა ჩამოაშვებინა ხელები და თავის წელზე შემოახვევინა. ოდნავ დაიხარა და შუბლზე პატარა კოცნა დაუტოვა შემდეგ კი თავადაც ძლიერად მოეხვია.

-გილოცავ თეჰი..უკვე მეცამეტე წელია ცხოვრებას მილამაზებ..—ქერას თავი თავისი ჯონგუკის კისერში ჰქონდა დამალული. საერთოდაც გადაავიწყდა ის, თუ როგორ ცხოველურად გააღვიძა თავისმა საუკეთესო მეგობარმა რამდენიმე წუთის წინ. უკვე წლებია ასე ხდება. ჯონგუკი ქერას საშინელ დილას უწყობს ყოველ მისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეზე, შემდეგ კი შემოსარიგებლად ტკბილ სიტყვებს ეუბნება და რა თქმა უნდა ყოველი ჯერი წარმატებით სრულდება. არც ეს მცდელობაა უკანასკნელი.

-მადლობა.. იდიოტო..—ბოლო სიტყვა ჩუმად და გამოკვეთილად დაამატა. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ და მათი თითქმის ყოველ დღიური რუტინა დაიწყო.
ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს და სხვადასხვა ოთახებში გავარდნენ მოსამზადებლად.

Say U Love ME Where stories live. Discover now