Y

2.1K 189 6
                                    

უკვე ყველაფერი საშინლად დაიწყო. საერთოდ რომ არც გათენებულიყო ალბათ თეჰიონი მადლობების თქმისგან დაიცლებოდა. 
"ჯონგუკი.. ჯონგუკი.. ჯონგუკი.. ნაიონი..". ამ სახელის გახსენებამ თეჰიონს თითქოს ძლიერად ჩაუკაკუნა თავში. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, თეჰიონს ისევ ჯონგუკი თუ ანაღვლებდა. როგორ არ არის მიჩვეული ჯონგუკის ასეთ "გაბრაზებას". რაც ხელში მოხვდა ჩაიცვა და გარეთ უკვე უნდა გავარდნილიყო, როცა ვიღაცის ხმა აჩერებს.

-კარგად გაერთე გუშინ?!—ფეხი ფეხზე გადაედო ქალს, მარჯვენა ხელში პატარა ჭიქით ყავა დაეჭირა. ერთი ყლუპი მოსვა და ძლიერად ჩაუშვა ყელში. —ხმას რატომ არ იღებ? —უფრო რბილი ხმით შეეკითხა და ბიჭის პასუხს დაელოდა.

-ჯანდაბა დედა.. კარგად გავერთე.. ახლა კი ნება მომეცი წავიდე..—თეჰიონი უკვე თავის სიბრაზესაც ვეღარ მალავდა და შესამჩნევად გამოიჩინა სიუხეშე, რითაც, უმალვე გამოიაშკარავა თავი.

-რა გჭირს თე?— აღშფოთებით შეეკითხა ქალმა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე ფრთხილად დადგა.

ეს იყო კითხვა, რომელზეც თეჰიონს პასუხი არ ჰქონდა. გაბრაზებული იყო?! არ იცის! ნაწყენი? არც ამაზე აქვს სათანადო პასუხი. ყველაფერი ერთმანეთში აქვს არეული და ყველაფერზე ფეთქდება.

-ჯონგუკთან მივდივარ. შორს არა, არ არის პანიკების ატეხვა საჭირო..—უკვე იცოდა რომ საშინელ რაღაცებს ამბობდა, ამიტომ დედამისის მორიგ შეკითხვას არ დაელოდა და სახლიდან იმდენად სწრაფად გავიდა,  ქალბატონმა კიმმა ვერც გაიაზრა. 

ჯონგუკთან მიდიოდა მაგრამ რისთვის?! მან ხომ უთხრა, რომ ვეღარ იტანს.. რომ მისი დანახვაც კი აღარ უნდა..
ვიწრო ქუჩებს თავჩახრილი მიუყვებოდა და თითქოს ყველაფერს წინასწარ გეგმავდა, მაგრამ ფიქრის უნარიც აღარ შესწევს. ცდილობს წარმოიდგინოს რას და როგორ ეტყვის ჯონგუკი, თუმცა არც ეს შეუძლია.
რატომღაც თავადაც ცდილობდა მასთან მისასვლელი გზა გაედიდებინა და გაეწელა რადგან გაიაზრა, რომ ჯერ არც კი მოუფიქრებია საუბარს როგორ დაიწყებს.
აწ უკვე ჯონგუკის სახლის კართან მდგომი ბოლოჯერ ეუბნება გონებაში გამამხნევებელ სიტყვებს და საბოლოოდ ზარს რეკავს. კარებს მაღალი, სასიამოვნო შესახედაობის ქალი აღებს და თეჰიონის აქ დანახვაზე თვალებს აფართოვებს.

Say U Love ME Where stories live. Discover now