მეორე დღე თეჰიონისთვის მეტად ხალისიანად დაიწყო. (უკვე მერამდენედ). იმედს იქონიებდა, რომ დღეს მაინც ჩაივლიდა ყველაფერი კარგად თუმცა, ფრაზა 'იმედი ბოლოში კვდება' მაინც ყველანაირად ახერხებდა ნეგატიური ფიქრების შემოტევას. ხელ-პირი დაიბანა და დღეს, ამდენი წლის განმავლობაში, პირველად არ უფიქრია დიდ ხანს იმაზე, თუ რა უნდა ჩაეცვა. ყველანაირად ცდილობდა, რომ ეჩქარა და არაფერს შეეფერხებინა. სწრაფად სურდა შავგვრემნის ნახვა და ერთი სული ჰქონდა, როგორ ეტყოდა ყველაფერს თავიდან ბოლომდე დაწვრილებით. უამრავჯერ წარმოიდგინა ის სცენა, როცა თავად ეუბნებოდა სიტყვა 'მიყვარხარს', ის კი პასუხობდა 'მეცო'. შემდეგ როგორც ხდება ხოლმე კოცნა რომელზეც მაშინვე გაცრა სასიამოვნოდ ტანზე.
-ჯონგუკ, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მიყვარხარ და..შეგიძლია ჩემი შეყვარებული გახდე?—სარკის წინ იდგა და იდეაში რეპეტიციას გადიოდა. თუმცა, თავისი არცერთი სიტყვით იყო კმაყოფილი. ფიქრობდა, რომ ყველა ძალიან მშრალი, ან ბანალური იყო. ისეთი როგორიც ჯონგუკს არ შეეფერება.
—ჯანდაბა ასე ვცდი..—ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ხმა ჩაიწმინდა.—ბოლო რამდენიმე კვირაა ყველაფერი ამირიე. —ამბობდა თუმცა გაჩუმდა, როდესაც სარკეში მის გარდა სხვა სხეულიც დაინახა..—ჯანდაბა დედა..—დაიყვირა და მასთან მივარდა. სახეზე უხერხულობის დასამალად ღიმილი აიკრო და ყველანაირად ცდილობდა თავი იმით დაემშვიდობებინა, რომ არაფერი გაუგია ქალს.-სულ ვიცოდი, რომ ნორმალური არ იყავი, მაგრამ მეჩვენება თუ საკუთარ თავს სარკეში უხსნიდი სიყვარულს.. —სიცილს ვეღარ იკავებს ქალი და შვილის გაბრაზებულ სახეზე უფრო უმატებს. — 'გახდები ჩემი შეყვარებული?' ყველანაირად ეცადა ხმა დაებოხებინა, შემდეგ ამაზე კი თავად სკდებოდა სიცილით. თეჰიონს კი ძალიან არ უნდოდა თავისი უჟმური სახით დედამისი არ დაეგრუზა, ამიტომ თავადაც აჰყვა და საკმაოდ კარგად გამოსდიოდა ვითომ სიცილი.
—რო რამე საუზმე მზად არის!—ამოისუნთქა ქალმა. თეჰიონს პატარა კოცნა დაუტოვა და ოთახიდან გავიდა.
![](https://img.wattpad.com/cover/204855638-288-k604682.jpg)
ESTÁS LEYENDO
Say U Love ME
Fanfic-მითხარი რომ გიყვარვარ, ჯანდაბა აღიარე რომ გიყვარვარ, თქვი რომ არაფერი ყოფილა შეცდომა.. მიდი გელოდები პატარავ..