A

2.6K 212 13
                                    

აღარც სიმღერების ხმა. აღარც თითქმის ყველა ოთახში მიმოფანტული ახალგაზრდების. აღარც ხმა მაღალი, შემაწუხებელი საუბარი. მათ გარშემო არავინ იყო. ცალკე სამყარო შექმნეს ამ უადგილო ადგილას სადაც იმყოფებოდნენ მხოლოდ თეჰიონი და ჯონგუკი. თეთრი და შავი "ანგელოზები". კოცნა რამდენიმე წუთიანი იყო. დიახ, წუთიანი! არ ყოფილა არაფერი ჩვეულებრივი. საერთოდაც თითოეული დეტალი რაღაც განსაკუთრებულს შეიცავდა. ჯანდაბა, რაღაც ენით აღუწერელს, განსხვავებულს. ამ გაუაზრებელმა ნაბიჯმა მათში ახალი შეგრძნება დაბადა. სრულიად განსხვავებულმა ემოციების ტალღებმა შეუტია ორივე მათგანს. მხოლოდ ჰაერის უკმარისობის გამო დააშორეს ერთმანეთს ეს დიდრონი ტუჩები და თითქოს, ორივემ დიდი სიცარიელე იგრძნო ამით. ჯერ კიდევ კოცნისგან დასიებულ ტუჩებზე იდებდა თეჰიონი თავის გრძელ, თლილ თითებს და დაბნეული უყურებდა ჯონგუკს. კიდევ უნდოდა. ლტოლვის უდიდესმა სურვილმა შეუტია. თავის ქვეცნობიერი გაჰკიოდა "არა თეჰიონ! ეს არ არის სწორი! თქვენ ბიჭები ხართ! ძმები!" თუმცა ყველა ამ 'შეძახილს' ძლივს ძლივობით, მაგრამ, მაინც აიგნორებდა. ვერ ეწინააღმდეგებოდა ვერაფერს, ვერც სხეულს, ვერც გულს, ვერც ტვინს, ვერც სულს.. საერთოდ ვერაფერს რაც კი გააჩნდა. დაბინდულ გონებაზე მხოლოდ იმის შეგრძნება შერჩენოდა, რომ რამდენიმე წუთის წინ მომხდარი საშინლად მაგარი რამ იყო. რაღაც ამოუცნობი, ისეთი, რაც არცერთ გოგოსთან გამოუცდია. თავს კონტროლირებას ვეღარ უწევდა. უფრო მეტის სურვილი შინაგანად ფიტავდა. გვერდით მიმოიხედა და არემარეს თვალი მოავლო. ჯონგუკი კი ისევ ისე გაშეშებული იყურებოდა აქეთ-იქით. ვერც შეამჩნია თეჰიონი როგორ გავიდა გვერდითა ოთახში. ალბათ ისევ ასეთ პოზაში იქნებოდა, ქერა, რომ ორი ალკოჰოლით სავსე ჭიქით არ დაბრუნებულიყო.

-გამომართვი.. დაგეხმარება სულ ცოტათი მაინც.—მიუხედავად სიმთვრალისა, თეჰიონს მაინც შესამჩნევად ეტყობოდა დაძაბულობა ხმაში. ჯონგუკი კი აშკარად ისევ არ აპირებდა განძრევას. თითქოს ყველაფრის გადახარშვას და გააანალიზებას ცდილობდა, თუმცა ყველაფერი ხელს უშლიდა. ეს ბურუსი რომელიც ახლა მას თავში ჰქონდა. —მიდი დალიე.. ჯონგუ..—მხოლოდ თეჰიონის დაძახებულ მოფერებით სახელზე ჰქონდა რეაქცია. თითქოს დედამიწაზე დააბრუნესო. ქერას ჭიქა გამოართვა და წამის მეასედებში ამოასუფთავა. თვალები მაგრად დახუჭა ჯერ კიდევ შეუჩვეველი სითხის გამო და თავი გააქნია. თეჰიონის ტუჩების შემდეგ ეს რაღაც საზიზღრობა იყო. ჯონგუკის გონება, ფიქრები ყველაფერი ქერას ტუჩებს უკავშირდებოდა რომელსაც, ლიქიორანი შოკოლადის გემოს ამსგავსებდა.
თეჰიონმაც მალევე გამოცალა ჭიქა და ჯონგუკს კიდევ ერთხელ მიუახლოვდა. ამჯერად რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იცოდა რასაც სჩადიოდა. ჯონგუკის ტუჩებს ჯერ ენა აუსვა ძალიან ფრთხილად. ისე რომ შავგვრემანმა სიამოვნებისგან თვალებიც კი მინაბა და სულ ცოტა აკლდა იქვე არ ჩახუტებოდა ცივ მარმარილოს ამ გრძნობისგან. შემდეგ კი მოკლედ, მოწყვეტით აკოცა და სწრაფად გაეცალა იმ ადგილს.
ახლა თავადაც არეული იყო და წყნარი ადგილი სჭირდებოდა, თუმცა შეუძლებელი იყო ამ გარემოში რაიმე ამდაგვარის პოვნა. გარეთ, იდეაში სუფთა ჰაერისთვის გამოვიდა, თუმცა უკვე ყველაფერი საშინლად ხდიდა. გარეთაც კი მძიმე ჰაერი ტრიალებდა. ისევ სახლში შევიდა და თავის ოთახის კარები შეაღო. ალბათ არც უნდა შესულიყო რადგან ამაზე მეტად მგონი არასდროს ჩავარდნილა უხერხულ სიტუაციაში.

Say U Love ME Where stories live. Discover now