L

1.8K 174 24
                                    

საერთოდ არც იცოდა რა უნდა ეგრძნო თეჰიონს. გაბრაზება?! გაღიზიანება თუ წყენა?!.. ამას დამატებული იმედგაცრუება. საერთოდ ყველაფერი ცუდი რაც კი შეიძლებოდა იმ მომენტისთვის. ყველა გრძნობა სათითაოდ უტოვებდა დარტყმას და სულიერად ასახიჩრებდა. ვინ იცის რამდენი ხანი დაჰყო საპირფარეშოში. ალბათ ლექციებიც დაიწყებოდა და მასწავლებლები ისევ ზრდილობის გამო მოიკითხავდნენ თუ სად წავიდა ქერა. საერთოდაც არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდებოდა ჯონგუკის გაჟღერებული იყო. შეიძლებოდა შეძულებოდა მეგობარს ქერა, თუმცა იმ დონეზე რომ ასე გაემეტა?! ვერანაირ პასუხს პოულობდა რაც უფრო აგიჟებდა. არა და გუშინ ფიქრობდა, რომ გადალახა ის საზიზღარი დეპრესია, ისიც კი თქვა, რომ მარტივად დაუძვრა ამ საშინელ სენს. ზურგჩანთა იქვე კუთხეში მიაგდო და ზედ თვითონ დააჯდა. თავის და საბედნიეროდ ჯერჯერობით არავინ შესულა და არავის უნახავს თეჰიონის ჩაწითლებული თვალები ტირილისგან. კარები მიხურული ჰქონდა და სახელურის გამოძრავებას ელოდებოდა, რომ მალე წამომდგარიყო იმ კუთხიდან თუმცა დაღლილს იმის თავიც აღარ ჰქონდა, რომ რამეზე ეფიქრა ამიტომ, უბრალოდ გაითიშა და იქვე საწყლად, ძაღლივით მიგდებულს საკუთარ მუხლებში თავჩარგულს ჩაეძინა.

უკვე სრულიად აფორიაქებულს თითქოს ჩაძინებული ტვინის ნაწილში რაღაც არტყამს და თავს ახსენებს, რომ არასწორ დროს და ადგილას მიეძინა ამიტომ, ფეთიანივით წამოხტა თუმცა, მალევე გააანალიზა, რომ ის არ ყოფილა იქ, სადაც ბოლოს ახსოვს თავი. საერთოდაც საკუთარ თბილ საწოლში იწვა და გვერდით დედამისიც დაინახა. უბრალოდ სახეზე ხელიც კი შემოირტყა რათა გაერკვია ყველაფერი რეალობა იყო, თუ ისევ რაიმე ფანტაზიის ნაწილი.

-აქ.. რანაირად..— ზედმეტად დასვენებული იყო იმისათვის, რომ დიდი წინადადებებითა და კითხვებით შემოფარგლულიყო. ბოლომდე გამოფხიზლებული არც იყო, ნახევრად ისევ ეძინა და ვერ აცნობიერებდა ვერაფერს, გარდა იმისა, რომ ახლა წინ დედამისს ხედავდა და თან საკუთარ ოთახში, სადაც მუქი იისფერი ნათურები მკვეთრად ანათებდა ორი საუკეთესო "მეგობრის" სურათს.

Say U Love ME Where stories live. Discover now