U

1.9K 177 44
                                    

მომხდარიდან უკვე ერთმა კვირამ განვლო. ეს იყო ყველაზე საშინელი შვიდი დღე თეჰიონის ცხოვრებაში. არა ჯონგუკთან ერთად გაღვიძება, არა მასთან საუბარი და საყვარელი ფილმებისა თუ, თუნდაც კოლეჯის ამბების განხილვა, არა სულიერი მხარდაჭერა. უკვე საკუთარ თავში ძლიერად იკეტებოდა ქერა და არავის იკარებდა. მთელი ეს დღეები ოთახიდან ცხვირს არ ყოფდა. მუქი ფერის ფარდები მთლიანად ჩამოეფარა ფანაჯარაზე და მთელი დღეები, ასე მუხლებზე ხელებ შემოხვეული ატარებდა დროს. ალბათ წყლის დასალევად თუ ჩავიდოდა მარტო. ახლოს დედამისსაც არ იკარებდა. თურმე დავიწყებია როგორი შეგრძნებაა როცა გვერდით არავინ გყავს. არ ახსოვდა ცუდად ყოფნა რა იყო. საერთოდაც, დაავიწყდა ასეთი შეგრძნება რომ არსებობდა. 
ქალბატონი კიმი კი ყველანაირად ცდილობდა შვილთან კონტაქტის დამყარებას, უბრალოდ თეჰიონი მას ჩახუტების უფლებასაც არ აძლევდა, არა და თავადაც ძალიან კარგად იცოდა როგორ სჭირდებოდა ახლ ვინმეს დამამშვიდებელი, ფიზიკური შეხება. ძალიან ღელავდა საკუთარ ვაჟზე კიმი, რადგან დიდი ხანია ქერა ასეთ მდგომარეობაში არ უნახავს და უბრალოდ, მის ასეთ ქცევებს გვერდს ვერ ივლიდა.
უკვე მთელი ერთი კვირა არ ყოფილა სასწავლებელში და ალბათ მასალასაც იმაზე მეტად ჩამორჩა, ვიდრე ამ მომენტში ფიქრობს. თუ ღვიძავს, კედელზე ერთ წერტილსაა მიჩერებული და ტკბილი მოგონებებით თავს იკლავს. ერთადერთი გამოსავალი ძილია, რადგან მხოლოდ მაშინ შეუძლია მორფეოსის სამყაროში გადასვლა და თუ ძალიან გაუმართლებს, იქ ჯონგუკთან ერთადაა. ტირილისგან და უძილობისგან თვალებიც ჩაწითლებული ჰქონდა. გიჟს ჰგავდა. გადარეულს რომელიც წყალს არ გაჰკარებია რამდენიმე წელი. ფანჯარასაც კი არ აღებდა რამაც ოთახის ჰაერი ძლიერ დაამძიმა. ასეთ ნერვიულობაში მგონი სუნთქვაც ავიწყდებოდა.

და აი, უკვე უნდა დაეწყო ცრემლების ახალი ნაკადის გადმოდინება,  როცა დედამისი სათადარიგო გასაღებით ოთახის კარებს აღებს და დამწუხრებული სახით შვილის აბურდული საწოლისკენ მიიწევს.

Say U Love ME Where stories live. Discover now