E

1.7K 165 26
                                    

ჯონგუკის თვალთახედვით
ყველაფერი ისე უცბად და მოულოდნელად მოხდა უბრალოდ ვერც ვხვდებოდი რას ვაკეთებდი, ან რას აკეთებდა. ვერ ვეწინააღმდეგებოდი რადგან მომწონდა. მის გასაჩერებლად საკმარისად არ ვიხარჯებოდი, რადგან მსიამოვნებდა. თავს ვერ ვწევდი იმიტომ, რომ მომნატრებია. თავში სრული ბურუსია და იმის გაცნობიერებაზე, რომ ეს ყველაფერი საშინლად მომწონს ძალიან მაცოფებს. იმდენად მაბრაზებს, რომ თითქოს მომენტში გონებას და ყველაფერს ვაიძულებ გაიღვიძონ, დამემორჩილონ. ბოლოს კი ყველაზე სულელურ გადაწყვეტილებამდე მივდივარ, რასაც მაშინვე ვაცნობიერებ. უბრალოდ საკუთარ თავს მივენდე და არა გულს. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მეც იმავენაირად არ უნდა მეპასუხა თუმცა ასე დიდ ხანს ვერ გავძლებდი ამიტომ მთელი ძალით მოვუქნიე მუშტი და მარჯვენა ფეხით მუცელში მივაყენე ძლიერი დარტყმა.
ცრემლები მომდიოდა თუმცა არ ვიცი რისგან. საერთოდაც ძალიან ვნანობდი ასე რომ გავიმეტე. ვაანალიზებდი, რომ არ მოვიქეცი სწორად.
ძალიანაც მსიამოვნებდა მისი ტუჩები ჩემსაზე.. თუმცა, ამის გამო ჩემს თავზე გული მერევა. არ უნდა მქონდეს მასზე ასეთი რეაქცია. მეორე დღეს მოვა და მაინც იმას იტყვის, რომ ეს კოცნაც რაღაც შეცდომაა და სიმთვრალემ გააკეთებინა.
დარტყმაზე რეაგირება არ ჰქონია. უბრალოდ პატარაზე ამოიკვნესა ტკივილისგან. მიყურებდა და თვალებს არ მაშორებდა. მე კი მის თითოეულ მზერაში უფრო და უფრო ვმცირდებოდი, ვიჩოქებოდი. არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ნეტავ ეყვირა ან რამე საშინელება ეთქვა ჩემზე რათა მეც ოდნავ შემეპასუხებინა. იქნებ მისი სიტყვებით ბოლომდე არ დამეხარა თავი მის წინაშე.
ახლად ისევ ისე დგას და თვალებში მიყურებს, მე კი უკვე დიდი ხანია პატარა ბავშვივით, ან თინეიჯერი გოგოსავით ვტირი. 
რამდენიმე წუთი გავიდა ის კი არაფერს აკეთებს. ვერც მე. იმასაც კი ვერ ვეუბნები, რომ წავიდეს და თვალითაც აღარ დამენახოს. საკუთარ თავში ძალიან მჭირდება გარკვევა.
თუ თეჰიონი დაბნეულია, მასზე უარეს მდგომარეობაში მე ვარ.
უკანასკნელ ძალებს ვიკრებ რომელიც არც კი ვიცი შემორჩენილი მაქვს თუ არა იმ ინციდენტის შემდეგ და უბრალოდ ვეუბნები, რომ სახლში მშვიდად წავიდეს. ის კი დგას, ისევ ისე როგორც დარტყმისას და დაჟინებით მიყურებს. თითქოს ცდილობს რაღაც ამოიკითხოს ჩემში. რაღაც ჩემთვისაც უცნობი.
ბოლოს კი უბრალოდ ჩემსკენ მოუწევს. მის ასეთ მოახლოებაზე თითქოს დეჟავუს განვიცდი და არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ მინდა, რომ მაკოცოს, თუნდაც ეს უკანასკნელი ყოფილიყოს. ჩემი თავის უსუსურობაზე ფიქრებში სიმწრით მეცინება და უკვე აღარც ჩქმეტა მშველის თავის მოსათოკად.
ძალიან ახლოს იყო და უკვე თვალებიც ავტომატურად დამეხუჭა. ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ ისევ ვეზიარებოდი ამ სიამოვნებას. პატარა ეჭვის ნატამალიც კი არ მქონია ის კი, უბრალოდ ხელებს შლის და გულში ძლიერად მიკრავს, თუმცა ამაზეც თანახმა ვარ. ამ მომენტში ესეც მაბედნიერებს და შვებას მგვრის, რომ ის დარტყმა ძალიან ცუდად და დაუვიწყრად არ მიიღო. 
ისევ იმავენაირ შეცდომას ვუშვებ და თავიდან საპასუხოდ არაფერს ვაკეთებ, თუმცა აღარ მინდა ისევ სინანულის გრძნობამ დამტანჯოს, ამიტომ ხელებს ვხვევ.
რამდენი ხანია ასე ძალიან არ მსიამოვნებია ვინმესთან ჩახუტება.
მე და თეჰიონი ამას ხშირად ვაკეთებდით, ალბათ მთელი ცამეტი წლის მანძილზე უთვალავჯერ ჩავხუტებულვართ, მაგრამ ეს სხვანაირია. ძალიან განსხვავებული. ამას დარწმუნებული ვარ ისიც გრძნობს.
აღარაფერია ძველებურად. ადრე თუ ყოველ წუთს თავისუფლად ვეხუტებოდი და არანაირი უცნაური შეგრძნებებისგან ვიტანჯებოდი, ახლა გული გამალებით ფეთქავდა და ვცდილობდი არ ამომხტარიყო საგულედან. შეიძლება გრძნობდა კიდეც ამას.
ღმერთო ვერც წარმოიდგენთ როგორ მინდოდა ასე დიდ ხანს დარჩენა, სამუდამოდ. ნეტავ არ დამთავრებულიყო ეს მომენტი. აქამდე რატომ არ ვგრძნობდი, რომ მისი ჩახუტება ძალიან დაცულად და საოცრად კარგად მაგრძნობინებდა თავს?! ყველაფერს გვიან რატომ ვხვდები, თუ ბევრი რამ შეიცვალა. იქნებ მეც შევიცვალე?!
საუკეთესო წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე დროული სიახლოვე. ნამდვილად მჭირდებოდა და ამის მადლიერი ვიყავი. იმედია ამასაც შეცდომით არ შერაცხავს.

Say U Love ME Where stories live. Discover now