V

1.7K 168 20
                                    

რამდენიმე საათი ერთ სივრცეში გაატარეს, თუმცა ხმა არცერთს ამოუღია. ორივე თავისთვის იყო და ყველანაირად ცდილობდა, რომ ერთმანეთისკენ თვალი არ გაეპარებინათ.
საკმაოდ მძიმე სამუშაო იყო წიგნების სათითაოდ გადათვალიერება და შემდეგ მათთვის საჭირო ადგილის მიჩენა, ამიტომ უკვე ყველანაირად დაქანცულმა თეჰიონმა დასვენება გადაწყვიტა. იქვე სკამზე დაჯდა და ზურგით როგორც შეძლო ისე მიეყუდა. მხოლოდ ამ წამს გაბედა ჯონგუკმა და ოდნავ, ცალი თვალით შეხედა კიდეც მას. ყველანაირად ცდილობდა, რომ შეუკჩნეველი ყოფილიყო თუმცა..

-რატომ მიყურებ? თავს უხერხულად ვგრძნობ..—დამცინავი ტონით ეუბნება თეჰიონი. თითქოს ამით ცდილობს, ის დაძაბულობა რაც ჯონგუკის დაჟინებულმა მზერამ გამოიწვია, გადამალოს.

-ალბათ იმიტომ, რომ, მე, ყველანაირად ვცდილობ მალე დავამთავრო ეს საშინელება, რადგან სახლში წავიდე და დავისვენო. შენ კი ისვენებ. ერთ ადგილს თუ აწევ და მუშაობას განაგრძობ მგონი არ იქნებოდა ურიგო.—თავი დაიძვრინა ჯონგუკმა და თან ფიქრობდა, ასეთ დროს, ასეთ მომენტში მასთან ენა რომ არ დაება. არა და შინაგანად ცახცახებდა იმდენად უჭირდა თითოეული სიტყვის წარმოთქმა. ნამდვილი მსახიობი იყო, რომელმაც თავისი ემოციების დამალვა წარმატებით შეძლო.

-ჯანდაბა, მაქვს უფლება, რომ დავისვენო და ამას შენ არ შეგეკითხები! დავიღალე.—-უკვე გაღიზიანებულმა მიახალა ოდნავ მაღალი ტონით, ჯონგუკის გასამწარებლად კი თვალებიც დახუჭა, რათა მისთვის დაენახებინა თუ როგორ არ ადარდებდა შავგვრემნის მდგომარეობა. მაგრამ, მხოლოდ მან იცის, რომ ამ ყველაფერს გულით არ აკეთებს და სინამდვილეში, ასეთი სიუხეშე ქერას ნიღაბი გამხდარიყო, ზუსტად ისეთი, როგორიც ჯონგუკს ჰქონდა გაკეთებული.

-როცა მხმარობდი მაშინ არ დაღლილხარ..—შემთხვევით, ავტომატურად წამოსცდა ეს სიტყვები და როცა, თეჰიონის დაჭყეტილი თვალები დაინახა, ინატრა, რომ ისევ ისე ჰქონოდა დახუჭული და მიყუდებული ყოფილიყო საზურგეს. ენაზე კბილი პირდაპირი მნიშვნელობით დაიჭირა. რა უნდოდა?! რატომ უთხრა?! იქნებ ამას გონებაში ჩუმად ფიქრობდა, მაგრამ შემდეგ ბრაზისგან თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა დააბოლოვა?! ყველანაირად ცდილობდა თავისი საქციელისთვის ახსნა მოეძებნა. რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველაზე უხერხული დუმილი. რა თქმა უნდა ჯონგუკი თავის მართლებას არ დაიწყებდა მასთან, იმასაც ხვდებოდა, რომ საუბარს აქ, ასე უბრალოდ ვერ გაწყვეტდა. —ისე, ეს როგორ ვთქვი. ნაიონმა მშობლების გამო ვერ გასიამოვნა, შენ კი როგორც ყველაზე 'პრინციპულმა' ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავის დაბადების დღეზე აუცილებლად ვინმე უნდა გამოეყენებინა თავისი ჰორმონებისთვის, მე მომადექი და ჩემი სიმთვრალით ისარგებლე. ჭკვიანი ხარ კიმ თეჰიონ! ტაშს გიკრავ..—ამბობდა და თან ამ საუბარში იმდენად ახლოს მისულიყო თეჰიონთან, რომ ტაშის დაკვრისას ლამის ცხირში მიარტყა ხელი. "ჯანდაბა რას აკეთებ შეშლილო ჯონგუკ".. თავის გონებაში ყვიროდა და ახლა ყველანაირად ცდილობდა ეს ფიქრები ხმამაღლა არ წამოსცდენოდა. თუმცა, ამ სიტყვების თქმის შემდეგ, თითქოს მძიმე ტვირთი ჩამოიხსნა მხრებიდან. ბოლოს და ბოლოს გაბედა იმის თქმა, რაზეც თითქმის მომხდარის შემდეგ, მეორე დღიდან ფიქრობს.

Say U Love ME Where stories live. Discover now