2♡'・ᴗ・'♡2

2.8K 284 111
                                    

-აბა ბიჭებო მზად ხართ ახალი ცხოვრების დასაწყებად?-კითხულობს სათვალეებიანი ომეგა და კალამს მაგიდაზე ათამაშებს

-დიახ მასწავლებელო ჯინ-აცხადებს ყველა ერთხმად და დაინტერესებული მზერით შესცქერიან მასწავლებელს

-მაინტერესებს რა გეგმები გაქვთ სკოლის დასრულების შემდეგ, ვის შეუძლია ისაუბროს ამაზე?-ომეგა ფეხზე დგება და მოსწავლეებს თვალს ავლებს, ხედავს რამდენიამე ჰაერში აწეულ ხელს და სასურველ მოსწავლეზე აკეთებს არჩევანს-პაკ ჯიმინ გისმენთ-ამბობს ღიმილით და მაგიდის კუთხეში ჯდება

-მე და ჩემს ძმას დიდი გეგმები გვაქვს, არ გვსურს სკოლის დასრულების შემდეგ დრო უქმად დავხარჯოთ. გადავწყვიტეთ ზაფხული საზაფხულო ბანაკში გავატაროთ, იქ შეგვეძლება როგორც გართობა ასევე სხვადასხვა სასარგებლო რამის სწავლა, ვფიქრობ დასაწყისისთვის არც ისე ცუდი ვარიანტია, შემდგომ კი უფრო მნიშვნელოვანი რამეებით დავკავდებით-კმაყოფილი სახით ასრულებს საუბარს ომეგა და თავის ადგილზე ჯდება

-ვფიქრობ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიგიღიათ, საზაფხულო ბანაკში ბევრ სასარგებლო თვისებას შეიძენთ რაც დაგეხმარებათ ცხოვრების სწორად დაგეგმვაში, შეიძენთ ახალ მეგობრებს და თქვენი სანაცნობო წრეც გაფართოვდება. მე კმაყოფილი ვარ თქვენი არჩევანით და წარმატებებს გისურვებთ თქვენი მიზნების განხორციელებაში-ღიმილით ამბობს ომეგა და თავის ადგილს უბრუნდება. ზარიც მალევე ირეკება და მოსწავლეები მაშინვე ქმნიან ქაოსს. თეჰიონი შეუმჩნევლად დგება ფეხზე და საკლასო ოთახს ტოვებს. ჯიმინი მეგობრებთან საუბარს წყვეტს როცა თავისი ძმის არყოფნას ამჩნევს და მაშინვე მიდის მის საძებნელად. როცა დერეფანში ვერ პოულობს საპირფარეშოში მიდის, კარს აღებს თუ არა მაშინვე ხედავს ნიჟარაზე დაყრდნობილ თეჰიონს, რომელიც მძიმედ სუნთქავს, თვალს ჯიმინისკენ აპარებს და შვებით ოხრავს რომ სხვა ვინმე არ აღმოჩნდა

The Camp/ბანაკი ✅Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin