- 8 -

361 56 11
                                    


იუნგი ყოველ წამს სიმშვიდეს მოუწოდებდა თქვს, განსაკუთრებიათ ოთხშაბათი დღიდან, როცა მისი საყვარლის წასვლა ასე მოახლოვდა, თავს არწმუნებდა, რომ არაფერი მოხდებოდა და რომ თეჰიონი ისევ მისი იყო, მაგრამ გრძნობდა, უცნაურ სიშორეს მასთან. მიუხედავად იმისა, რომ ბოშა ორმაგად ვნებიანი გახდა, მისდამი, მაინც ეშორებოდა და თითქოს რაღაც შეიცვალა.

-თეჰიონ, მოდი ერთად სადმე წავიდეთ.-მინს მანამდე მსგავსი სურვილები არ აწუხებდა, თეჰიონს გაუკვირდა.

-კი მაგრამ, პატარავ, სად გინდა წასვლა?

-სანაპიროზე, სანაპიროზე წავიდეთ ერთად, გთხოვ.

-ვინმემ რომ გიცნოს?

-ვერ მიცნობს, თუ ამას გამოვიყენებ, ბიჭმა ხელში ჩაბღუჯული პარკი ააფრიალა უფროსოს ცხვირის წინ.

-ეს რა არის?

-ტონიკი, ლურჯი. მზის სათვალე შენთვის და ჩვეულებრივი სათვალე ჩემთვის.-იუნგი ბედნიერია, თეჰიონისთვის ეს საკმარისია და უბრალოდ თანხმდება მის სიგიჟეს.

უმცროსი სააბაზანოში ნახევარი დღე იყო ჩაკეტილი და თმას ხან ისველებდა, ხან საღებავს ინაწილებდა მასზე, ხანაც, ფენით ითბობდა კანს, რომ მალე შეღებილიყო.

საბოლოო ჯამში, კიმ თეჰიონი სუნთქვა არეული უყურებდა რამდენიმე საათის წინ შავგვრემან ბიჭს, რომელიც ახლა საოცრად ლამაზი და ლურჯთმიანი გახდა. სანაპიროზე გასეირნება კარგი გამოდგა, გარეთ დააღრუბლა და მგზავრობა სასიამოვნო აღნოჩნდა. საღამო ხანი იყო ზღვის პირამდე რომ მიაღწიეს და ხალხი თითქმის არ იყო. იუნგი თეჰიონის მხარს არ შორდებოდა, მასთან ერთად ეგებებოდა ტალღებს და მის მკლავებში ესვენა ტალღების ზემოდან.

-პატარავ, კარგია რომ ასეთი მსუბუქი ხარ.

-ჰო.-ადვილად შეამჩნევდით მოწყენას ლურჯთმიანის ხმაში.

-იუნიი, რაგჭირს?-თეჰიონმა ფრთხილად შეუცურა სველ, თითქმის უკვე ისევ გაშავებულ თმაში ხელები და თავით მიიკრა მკერდზე.

სარკის მიღმაWhere stories live. Discover now