- 9 -

355 52 26
                                    


ცხოვრებაში შეცდომა ერთადერთხელ დავუშვი და ეს შეცდომა შენი შეყვარება იყო, არა იმიტომ, რომ შენს სიყვარულს ვნანობ, შენ არ უნდა შეგყვარებოდი, შენ არ უნდა დამეტანჯე, მაპატიე.

..

-ძალიან დაღლილი ვარ, შენ როგორ ხარ?

-განერვიულე, მამიკო? მაპატიე, არ მინდოდა.

-კარგად ვარ, შენ ხომ არაფერი გტკივა? ჰმ?-იუნგიმ თავისი პატარას ხელები მოიქცია თავისში და შუბლზე აკოცა, ჯონგუკი ძალიან დაღლილი ჩანდა.

-არა, მეძინება და მშია.

-მოდი ახლა მე სახლიდან შენთვის საჭმელს მოვატანინებ და ერთად დავიძინოთ, მამას შენთან დარჩენის ნება მისცეს.

-კარგია,-პატარამ ოდნავ წამოიყვირა სიხარულისგან და ტკივილისგან ცოტა შეიშმუშნა.-მომენატრე.

იუნგიმ დარეკე და საჭმელიც მალე მოიტანეს მისი შვილისთვის, ჟურნალისტები საავადმყოფოს კარს არ შორდებოდნენ. მშობლები ქვეყნიდან იყვნენ გასულები, ლიზა პალატაში იწვა და გადასხმის შლანგით კვნესოდა შიშისგან, ვერ რისკავდა გამოსვლას და ქმრისთვის თვალებში ჩახედვას. დერეფანში თეჰიონი იჯდა კარის მცველად, როგორც ცერბერი და ყოველ გაფაჩუნებაზე თავს მაღლა წევდა, აკვირდებოდა და ცდილობდა დრო მიეცა მამა-შვილისთვის. ბოლოს ნებართვა აიღო და შევიდა მათთან, იუნგის ჯონგუკი მკერდზე ეწვინა და ასე ეძინათ, თეჰიონს ჩაეცინა და პატარას თავზე გადაუსვა ხელი, გამობერილ ტუჩებზე აკოცა და იქვე დაჯდა. ჯონგუკი ძალიან ლამაზი და საყვარელი ეჩვენა ნაბოშარს, იფიქრა რომ ბედნიერება იყო ამ საოცარ ბავშვში რომ მოძრაობდა მისი სისხლი და ამით მშვიდად იყო, ახლა შეუძლია თქვას, რომ სანამ იუნგი იცოცხლებს მისი ნაწილი არ მოშორდება.

-გაგაღვიძე?-თეჰიონმა გულრწფელად დაიმორცხვა, როცა იუნგიმ თვალები გაახილა.

-ყველაფერი კარგადაა,-გაუღიმა მინმა და ბავშვი ნელა გადააწვინა.

სარკის მიღმაWo Geschichten leben. Entdecke jetzt