იუნგის უჩვეულო გრძნობა აღვიძებს და მაშინვე რწმუნდება, რომ სიზმარი არ ყოფილა. თეჰიონ მის გვერდით იწვა, მისი ხელი ეჭირა და თამაშობდა, წამში ერთხელ ამოხედავდა და ისევ აგრძელებდა თითებით თამაშს.
-არ მჯერა რომ ნამდვილი ხარ.
-თუ ასეა უნდა დაიჯერო, ნამდვილი ვარ, იუნგი, ნამდვილი მაგრამ სხვანაირი. ახლა გვარი მაქვს, ახლა ყველაფერი მაქვს, რისთაც ნორმალურად ვიცხოვრებ.
-საიდან?-იუნგის ეს არ აინტერესებს, მაგრამ უნდა იკითხოს, ეტიკეტი მოითხოვს ზედმეტად ჩაყოს ცხვირი სხვის საქმეში.
-მოდი ამას სარკის მიღმა მოხვედრა დავარქვათ.
-რას გულისხმობ?
-თუ უბრალო მინას ვერცხლის ქაღალდს ამოაკრავ მასში საკუთარი თავის დანახვას შეძლებ, მე კი მასში გავიარე, ახლა მეც ისევე ვარ მოვერცხლილი, როგორც მინა.
-როგორ მიპოვე? ეს არ იყო უბრალო შეხვედრა, აზრი არ აქვს უარყოფას.
-არც უარვყოფ, მე გეძებდი და გიპოვე, უშენოდ სიცოცლე არ ემიძლია, იუნგი. უშენოდ ვკვდები, მოსიარულე მკვდარი ვარ. შენ ხარ ჩემთვის სიცოცხლე, ყველაფერი ჩემთვის შენ ხარ.
-მომენატრე,-იუნგი ეკვირს, მერე რა რომ არ უყვარს? ამ ქვეყნად მხოლოდ კიმ თეჰიონს შეუძლია თავი ცოცხლად აგრძნობინოს და ისიც მთლიანად იძირება მის მკლავებში, უნდა და უყვარს მისი შეხება, მასში ყველაფერი ლამაზი და დამაკმაყოფილებელია.
თექიონი უსიტყვოდ იშორებს მალევე. პულტზე ნაზი შეხებით ოთახს დილის ბაცი განათება ავსებს, წვიმიანი ამინდის ჭუჭყიანი სინათლე იჭრება ამოსუნთქვის წინ ბნელ ოთახში.
-მინდა გხედავდე, მინდა შენს თითოეულ ემოციას და ნაკვთს ვხედავდე.-ვნებიანად ჩურჩულებს თეჰიონი და იუნგი ოდნავ იწევა მაღლა, რომ მისი სხეული თეჰიონის მაისურისგან გათავისუფლდეს, სრულიად შიშველ სხეულს რომ ბარძაყებამდე ძლივს ფარავდა.
YOU ARE READING
სარკის მიღმა
Fanfictionდასრულებული 18+ -მინდიხარ, ხომ გითხარი. რატომაა ეს ასეთი რთული გასაგები? წახვალ, საუკუნით იკარგები და მერე გინდა, რომ ერთხელ გიკმარო? არ შემიძლია, უშენოდ არ შემიძლია, შენი სხეულის გარეშე არ შემიძლია. -შენ მხოლოდ სხეული გინდა.-ქერა თავს უკან აგდებს...