...

169 23 14
                                    

უყურებდა მათ ბოლო საერთო ფოტოს და სევდიანად ეღიმებოდა. დანანებით ამოისუნთქა. ეს ყველაფერი 5 წლის წინ მოხდა, მაგრამ დღემდე თუ მის სახეს ხედავს, თითოეული მომენტი, მისი სახლის წინ გავლა, დეტალები რომლებსაც მხოლოდ ისინი ამჩნევდნენ, ხუმრობები, რომლებზეც მხოლოდ თვითონ ეცინებოდათ და მთელი სამეგობრო მობეზრებული სახით უყურებდა, ისე ნათლად, მტანჯველად ახსენდება რომ  საკუთარი თავი აოცებს.

პირველი ორი წელი ეგონა მთელი დარჩენილი ცხოვრება მოუწევდა უხერხულობა და დისკომფორტი ეგრძნო მაშინ, როცა მეგობრები იკრიბებოდნენ და მასთან შეხვედრა უწევდა... თუმცა ორივეს კარგად გამოსდიოდა ერთმანეთის დაიგნორება.

ბოლო სამი წელია ასე აღარ ხდება, რადგან სასწავლებლად წავიდა ის, ვინც მის გონებას არ ტოვებდა... შეიძლება ეს კარგიც იყო ორივესთვის, ერთმანეთის გარდა ყველაფერზე ფიქრობდნენ, ცდილობდნენ ცხოვრება გაეგრძელებინათ და იმით მიეღოთ სიამოვნება, რაც ჯერ კიდევ მათ ხელში იყო. თუმცა ვერ იტყვის რომ ამდენი ხნის მანძილზე არ ახსენდებოდა ის, რაც მოხდა, პირიქით, ახლა უფრო ბევრ რამეზე ფიქრობდა, იმის უფლებასაც კი აძლევდა საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი ასაკის და ორივეს ცხოვრებაში არსებული რთული პერიოდისთვის დაებრალებინა და ეთქვა რომ მათ ერთმანეთი იმ წუთასაც კი ადარდებდათ და აინტერესებდათ, როცა ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას ცდილობდნენ სულ სხვა გზით წასულიყვნენ... შეიძლება მართალიც იყო... ფაქტია, რომ 5 წლის განმავლობაში ერთმანეთზე ფიქრები არსად გამქრალა. 

მუდმივად ცდილობდა მეგობრებთან კონტაქტი არ გაეწყვიტა და გამოსდიოდა კიდეც. ახლაც, დიდი ხნის შედგებ, ემზადებოდა რომ მათთან შესახვედრად წასულიყო. აღფრთოვანებას საკუთარ თავთანაც ვერ მალავდა, იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ეზარებოდა სახლიდან გასვლა, უხაროდა იმ ადამიანების ნახვა ვისთანაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა.

The Truth UntoldWhere stories live. Discover now