Meeting For Separation

92 14 27
                                    

შემდეგი ორი დღე ზედმეტად სწრაფად გავიდა, მაგრამ დამღლელად. ეს არც გაკვირვებია, ყოველთვის როცა ერთდღიან დასვენებას იწყობს, მომდევნო პერიოდი ათმაგად რთული და დატვირთული ხდება.

პარასკევი საღამო ყველაფერზე მეტად უყვარდა, რაც არ უნდა მომხარიყო მთელი დღის მანძილზე, იმაზე ფიქრი რომ საღამოს მშვიდად გაატარებდა სახლში სიამოვნებით ავსებდა.

წიგნის კითხვით იყო გართული, როცა ტელეფონის ვიბრაცია იგრძნო. თვალები გადაატრიალა, რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ აცადონ მარტო ყოფნა?  

ეკრანზე უცხო ნომრისგან მოსულ შეტყობინებას ხედავს და სანამ წერილის შინაარს გაიგებს, უნდა ტელეფონი გამორთოს და უბრალოდ დააიგნოროს, მაგრამ წინადადებას, რომელსაც თვალი მოკრა, ამის უფლებას არ აძლევს. 

"არამგონია ნომრით მიცნო, ლინა ვარ."...

ჰო, ახლა აღარ აპირებდა ამის უყურადღებოდ დატოვებას. წერილი მთლიანად წაიკითხა და როგორც ივარაუდა, ლინა მასთან შეხვედრას ითხოვდა...

"ვიცი კვირას სახლიდან გასვლა არ გიყვარს, ამიტომ ხვალ შუადღისას შევხვდეთ." 

გაეღიმა, როგორც ჩანს ლინას მაინც ახსოვს სარას უაზრო წესი, რომ კვირა სახლში ყოფნის დღეა და ამას ვერაფერი შეცვლის!

არ გაკვირვებია, მისი დაბრუნების პირველივე დღიდან ხომ იცოდა ორივემ, რომ მალე მოუწევდათ ერთმანეთის პირისპირ დასხდომა და ლაპარაკი. ოღონდ რაზე, ეს უფრო ლინამ იცოდა, ვიდრე სარამ. ახლა რაზეც ფიქრობდა ის იყო, რომ ხვალ არ იცოდა რას გაიგებდა, ან საერთოდ რას მოიმოქმედებდა მისი ძველი მეგობარი, რომელმაც მგონი თვითონაც არ იცოდა რატომ უნდოდა მასთან შეხვედრა და ლაპარაკი...

ღამე დაძინება გაუჭირდა, ცდილობდა გონებაში დაელაგებინა რას იტყოდა ხვალ, თუმცა ვის ატყუებს? მაინც ყველაფერი დაავიწყდება და აერევა როგორც კი მასთან მივა. ყოველთვის ასე იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ლინას ხვდებოდა თუ ვინმე სხვას.

The Truth UntoldWhere stories live. Discover now