It's Time For Changes

111 16 9
                                    


ორი საათი იქნებოდა როცა გაიღვიძა, თუმცა მაინც გრძნობდა დაღლას. უნდოდა მთელი დღე საწოლში გაეტარებინა, მაგრამ ამის მიუხედავად რამდენიმე წუთში უკვე მზად იყო ახალი დღის დასაწყებად. უფრო კონკრეტულად კი, კიდევ ერთი დღის უაზროდ ფიქრში გაფლანგვისთვის იყო მზად... 

 ამჯერად მართლა უნდოდა ეფიქრა, გაეანალიზებინა რა ელოდა წინ, მაგრამ თითქოს გონებას ვერ იკრებდა, ან არ უნდოდა რომ ასე მომხდარიყო. 

შეიძლება იმ დასკვნის ეშინოდა, რომელსაც გამოიტანდა.საღამომდე უსაქმოდ ყოფნით დაიღალა,მაგრამ ეს არ აწუხებდა, მოენატრა ეს გრძნობა, ბოლო პერიოდში მუდმივად დაკავებული იყო და დასვენებისთვის ვერ იცლიდა. 

 ტელეფონს იღებს რომ დრო გაიყვანოს. ნებისმიერ სოციალურ ქსელში, ყველა მეგობრის პოსტი ლინას უკავშირდებოდა. უხაროდათ მისი დაბრუნება და როგორც ჩანს მასაც მოესწრო ორ დღეში მონატრებული ხალხის ნახვა. 

ტელეფონი უხეშად მიაგდო. ჰო, აშკარად გაღიზიანდა...მიხვდა, რომ ამიერიდან სულ ასე იქნებოდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოუწევდა მისი ნახვა. თუმცა ვერ იტყვის რომ ეს ფაქტი ძველებურად გულს, გონებას, მთელ ორგანიზმს უფორიაქებდა, ახლა უბრალოდ გრძნობდა რომ ლინა ის ადამიანი იყო, ვისაც მისი ფსიქიკის და ცხოვრების დიდი მონაკვეთის განადგურებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს.

ის, რომ ლინა ენატრებოდა, საერთოდ არ უკვირს, ბოლოს და ბოლოს მთელი ცხოვრებაა იცნობს და უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძლზე თვალითაც არ ენახა. შეგნებულად არ ნახულობდა მის ფოტოებს, პოსტებს. არ უნდოდა ისევ დაინტერესებული ყოფილიყო იმით, თუ როგორ ცხოვრობდა მის გარეშე. თავიდან საკუტარ თავს ატყობდა, რომ უნდოდა თითოეული დეტალით მიმხვდარიყო ისევ ფიქრობდა თუ არა მასზე, ან საერთოდ თუ ახსოვდა...

ასე პირველი წელი იქცეოდა, შემდეგი პერიოდი უფრო მარტივი აღმოჩნდა ამ მხრივ. თუმცა თავისი თავიც დაეხმარა ამაში. იმის მიუხედავად, თუ რას გრძნობდა ადამიანის მიმართ, თუ ისინი მისი ცხოვრებიდან მიდიოდნენ, ზედმეტ დროს არასდროს უთმობდა ამაზე ფიქრს და დარდს. 

The Truth UntoldWhere stories live. Discover now