I Still Want You

202 21 22
                                    

შვებით ამოისუნთქა როცა სახლში წასვლის დრო მოვიდა, მთელი დღე გათიშული, ყველაფერს მოწყვეტილი ტვინით უსმენდა ხალხის ლაპარაკს და თვითონაც უკვირდა როგორ უძლებდა მათ ყალბ, მოჩვენებითი ბედნიერებით ანთებულ თვალებს...

შენობიდან გასვლისთანავე ყურსასმენებს იკეთებს და ცდილობს მაქსიმალურად დაახშოს მის ირგვლივ არსებული ქაოსი, თუმცა საკუთარი ფიქრები რამდენად მისცემს ამის საშუალებას არავინ იცის...

ელოდება როდის მოვა ის ავტობუსი რომელიც სახლამდე მიიყვანს, მაგრამ დიდი სიამოვნებით გაყვებოდა მისთვის უცნობი მიმართულებით მიმავალ ნებისმიერ ტრანსპორტს.იქნებ ასე მაინც დაეღწია თავი ყველაფრისგან.

 სანამ ამას ფიქრობდა საყვარელი სიმღერის ერთერთი მონაკვეთი იმაზე გამოკვეთილად გაიგო და იგრძნო, ვიდრე ოდესმე. "i still want you"... ფიქრები ისევ იმ ადამიანს ახსენებდა ვინც წესით დავიწყებული უნდა ყოლოდა, ყოველ შემთხვევაში არც ამდენად მტკივნეული უნდა ყოფილიყო მისი გახსენება... ორი თვე გავიდა, მაგრამ აშკარაა რომ ეს არაფერს ცვლის, პირიქით ყველაფერი უარესობისკენ მიდის. 

ყოველთვის ეუბნებოდა საკუთარ თავს რომ არ უნდა ენატრა იმ ადამიანთან ყოფნა, ვინც წარსულს ჩაბარდა, თუმცა ახლა თვითონაც ხვდებოდა რომ ეს სიტყვები უბრალო და არარეალური იყო.

სულს უხუთავს ტრანსპორტში ადამიანებთან ერთად ყოფნა, ამიტომ რამდენმე გაჩერებით ადრე ჩამოდის და ფეხით წასვლას ამჯობინებს.  ისეთი ამინდი იყო, რომ არა მისი არეული ცხოვრება, აუცილებლად გააბედნიერებდა გარეთ ყოფნა, მაგრამ ახლა მზის სხივებიც კი აღიზიანებდა, რადგან ისინი აგრძნობინებენ რომ ცოცხალია და ყველაფრის გადატანა უწევს.

სუნთქა ეკვრება, როცა ხვდება რომ ახლა სწორედ იმ ადამიანის სახლის წინ ჩავლა უწევს, ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო. ცდილობს არ აიხედოს მისი ფანჯრისკენ, რადგან იცის რომ მას დაინახავს, ლიმნიანი ჩაის ჭიქით ხელში. დაინახავს როგორ უყურებს ცას, ხალხს, ქუჩებს... ყოველთვის ასე იყო, უყვარდა მსგავს რაღაცებზე დაკვირვება და ამ პროცესში სრულიად დაკარგვა.

რამდენიმე თვის წინ ბედნიერი სახით ახედავდა, გაუღიმებდა, ხელს დაუქნევდა ან გადაამოწმებდა რომ არავინ უყურებს და შუა თითს უჩვენებდა... რატომ თვითონაც არ იცოდა, მერე კი ორივე თავს გააქნევდა და თავიანთ საქმეს გააგრძელებდნენ. ვიღაც გამვლელი კი აუცილებლად იფიქრებდა რომ უცნაურად გამოიყურება სიცილით მოსიარულე ადამიანი, მაგრამ ეს სრულიად არ ადარდებდა, თავს ზედმეტად ლაღად გრძნობდა ასეთ მომენტებში.

ახლა კი ცდილობს თავი არ აწიოს და ისე გაიაროს ეს ადგილი, ეშინია რომ თუ აიხედავს უარესი მოხდება, ნაბიჯს უჩქარებს და ხვდება რომ სუნთქვაც უძნელდება, აი ახლა თუ შეხედავდა ვინმე, ერთადერთი რასაც იგრძნობდა დაძაბული, საშიში აურა იქნებოდა, რომელიც ბოლო პერიოდია სულ თან დევს.

სახლის კარამდე მისული ჩერდება, გრძნობს რომ სუნთქვა საშინლად არეული აქვს და ფეხზე დგომის ძალაც მთლიანად გამოცლოდა.

პირდაპირ ოთახში შედის, სკამზე ჯდება და ფიქრობს, თითქოს კმაყოფილია იმით, რომ საკმარისი გამედაობა ეყო და საკუთარ სურვილს სძლია. 

იქნებ ეს იმის ნიშანია რომ ის აღარ აინტერესებს? ან იქნებ ასეთ დღეში თვითონ იგდებს საკუთარ თავს და რაც მოხდა უბრალოდ მძიმე წარსული და გამოცდილებაა? ნუთუ არ შეუძლია ისე გააგრძელოს ყველაფერი, როგორც აქამდე იყო, ეცადოს მაინც, მის გარეშე... პასუხს კი ისევ ფიქრები აძლევს, არა, არ შეუძლია, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა...

The Truth UntoldWhere stories live. Discover now