Near Seaside In Winter

88 14 14
                                    

ერთი თვე ისე გავიდა ლინა არსად უნახავს. ვერც ნახავდა, მთელი ეს პერიოდი დაკავებული იყო და საკუთარი ოჯახის მოსაკითხადაც კი ძლივს ნახულობდა დროს.არც ფიქრისთვის ეცალა, ზოგადად მსგავს რამ მისთვის უკეთესი იყო, მაგრამ ახლა მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაშინდელი საუბრის შემდეგ, თითქოს ლინა გაუშვა გონებიდან. ახლა უკეთ ხვდებოდა, რომ ამდენი ხანი მისი მთავარი საფიქრალი, რაც ბოლოს უღებდა და საშინლად ღლიდა, სწორედ ეს იყო, ახლა კი უცნაურ თავისუფლებას, სილაღეს გრძნობდა. მგონი ასე დიდი ხნის წინ უნდა მოქცეულიყვნენ...

გონებიდან გაუშვა, თუმცა ამ წუთასაც მასზე ფიქრობს... ფაქტია არ გამოსდის მისი ბოლომდე დავიწყება, ხანდახან იმედს კარგავს რომ ამას ოდესმე შეძლებს, თუმცა გაორმაგებულად იბრუნებს, როცა ხვდება რომ საერთოდ აღარ აინტერესებს.

არ ანერვიულებს ის ფაქტი, რომ ლინა მის გონებაში დიდი ხნის შემდეგაც გაიელვებს. შეუძლებელია სამუდამოდ წაშალო  ადამიანი, ვინც ერთ დროს შენთვის მნიშვნელოვანი იყო და ყველაფერს უზიარებდი.

თვითონაც ხვდება რომ ლინას მიმართ არსებული გრძნობები დიდი ხნის წინ გაქრა... მაგრამ სწორი არ იქნება ამაში თუ ვინმე დაადანაშაულებს. ფაქტობრივად შეუძლებელია ხუთი წელი არანაირი კონტაქტი გქონდეს ადამიანთან და აქედან სამი წელი საერთოდ ვერც კი ხედავდე. დარწმუნებული იყო რომ ლინაც იგივეს გრძნობდა.

ყოველთვის კარგად იცნობდა საკუთარ თავს, შესაბამისად არც ახლა უკვირდა რომ ამდენი ხანი ნერვიულობა, ტირილი და დეპრესია ლინასადმი გრძნობების გაქრობაში გადაეზარდა. ვერ იტყვის რომ სულ ასე ხდებოდა, რადგან არცერთ ადამიანს არ უთმობდა იმდენ დროს, ფიქრს და ნერვიულობას, რამდენსაც ლინას. მგონი სწორედ ამან გაანადგურა სარა და არა იმან რომ, რამდენიმე წლის წინ მასთან ურთიერთობა გაწყვიტა იმ მიზეზით რომ... მგონი მიზეზი დღემდე არ იციან, თუმცა ლინას მესიჯი კარგად ახსოვს, ამბობდა რომ ყველაფერი უკვე დიდიხანია ზედმეტი იყო ორივესთვის და მათი ბოლო კამათიც საბოლოო წერტილი უნდა ყოფილიყო მათი ურთიერთობისთვის.

The Truth UntoldWhere stories live. Discover now