The Best Part Of Me Is You

68 13 14
                                    

რომ არა სარას აქტიური სამეგობრო, ალბათ მას სახლში ჯდომისგან ამოხდება სული. თუმცა ამის წინააღმდეგი არ იყო. 

ერთმანეთი მას შემდეგ არ უნახავთ რაც ლინა ჩამოვიდა, ეს კი რამდენიმე თვის წინ იყო. გაეცინა როცა საერთო ჩათში ყველა შეშინებული, მორიდებით წერდა იმის გამო, რომ ლინას და სარას ისევ ერთმანეთის ირგვლილ უწევდათ ყოფნა, მაგრამ ყველა დამშვიდდა როცა ლინამ თქვა რომ ჩხუბი წარსულს ჩაბარდა და ახლა ისინი მეგობრები არიან. სასაცილოა, ვერასდროს იფიქრებდა რომელიმე მათგანი რომ აქამდე მოვიდოდნენ. ან ზუსტად ამას ფიქრობდნენ და ამიტომაც ჰქონდათ მუდმივი კამათი იმის შესახებ რომ ყველაფერი თავდაყირა დგებოდა მათ ურთიერთობაში.

არც ამ პარასკევს გამოუვა სარას მშვიდად სახლში ყოფნა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებს, რომ თავიანთ საყვარელ კაფეში მიდიან, რომელსაც გამუდმებით სტუმრობდნენ, თუმცა ყველას გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა და ახლა იშვიათად თუ ახერხებდნენ იქ მისვლას.

რამდენად დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო მსგავსი შეკრებებისთვის ახლაც გრძნობდა რომ უხაროდა იქ წასვლა. თუმცა ამჯერად ცოტა აგვიანდებოდა. ჰო, თვით პუნქტუალურობის ქალღმერთ სარასაც უწევდა ხოლმე მოგვიანებით მისვლა. 

საბოლოოდ მიაღწია და შორიდანვე შენიშნა ვიღაც უცხო. გაუკვირდა, ასე არასდროს ხდებოდა, მხოლოდ თვითონ იყვნენ. სანამ დანარჩენებთან მივიდოდა, იქამდე იგრძნო როგორ მოიცვა მთელი სხეული უცხო ადამიანის ყოფნისგან გამოწვეულმა დისკომფორტმა. ყოველთვის ასე იყო სარა, თუნდაც ერთი განსხვავებული, მისთვის უცნობი არსება ყოფილიყო მასთან ერთად, მისი ტვინი პანიკას იწყებდა, ყველანაირი სიმყუდროვო ერღვეოდა და ნებისმიერ ადგილას ყოფნის მინიმალური სურვილიც კი უქრებოდა. 

საკუთარ თავს სთხოვა მკვდრის სახით არ მისულიყო მათთან, ამიტომ ძალდატანებით გაიღიმა და ყველას მიესალმა. ჯერ-ჯერობით უცნობ გოგოს კი ოდნავ გაკვირვებული სახით შეხედა. 

The Truth UntoldWhere stories live. Discover now