The Last One

135 13 31
                                        

იქამდე ისხდნენ კაფეში სანამ არ უთხრეს რომ ის უნდა დაეკეტათ, ამიტომ წასვლა მოუწევდათ. აშკარად იმხელა სიყვარული ჰქონდათ ამ ადგილის მიმართ, განშორება უჭირდათ. 

არც ისე უკმაყოფილო იყო სარა ამ ამბით, უკვე სკამის ფორმა ჰქონდა მიღებული რამდენიმე საათი გაუნძრევლად ჯდომისგან. უკვე წარმოიდგინა როგორ მივიდოდა სახლში, ცხელ შხაპს მიიღებდა, ამ პროცესს კი იმდენი ხანი გაწელავდა, სანამ მთელი სხეული არ გაუწითლდებოდა, შემდეგ კი ბედნიერი დაწვებოდა და იმაზე იფიქრებდა, რამდენი ხანი ძილის შესაძლებლობა ექნებოდა ხვალ დილით. მგონი ძილი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო... ამ აზრებისგან კინაღამ გაეღიმა როცა ერთ-ერთი მეგობრის ხმა გაიგო.

 -გთხოვთ ახლავე სადმე წავიდეთ და დავლიოთ!!! სარა შენ კი არ გაბედო უარის თქმა და მოხუცივით მოქცევა! 

ყველა ერთ ხმად დაეთანხმა, თვითონ ხმას არ იღებდა, მათ წინააღმდეგ ამჯერად ვერაფერს გააწყობდა, ამიტომ უნდა ეცადა და გართობის სურვილი გაეღვიძებინა საკუთარ სულში. 

ორი საათიც კი არ იყო გასული, როცა ყველა მთვრალი იყო. ყველა, მაგრამ არა სარა, იმის მიუხედავად რომ ცოტა მანაც დალია, მთვრალი ნამდვილად არ იყო. მალევე აღმოაჩინა რომ ელაც ფხიზელი იყო და ჯერ კიდევ ნორმალურ ადამიანს ჰგავდა. 

ალბათ ალკოჰოლის ბრალი იყო ის, რომ მისი ტუჩების ფორმით მოიხიბლა, თუმცა საკუთარ თავზე გაეცინა, იცოდა რომ ეს წამიერი ფიქრი იყო. 

ბართან იდგა, უყურებდა როგორ ცეკვავდა ყველა და ეცინებოდა, მგონი საერთოდ არ გაზრდილან... თვითონაც ასე იქნებოდა, უბრალოდ დღეს ნამდვილად არ იყო დალევის ხასიათზე. უეცრად მის გვერდით მდგომი სხეული დაინახა და მალევე ხმაც გაიგო.

 -სულ ასე ერთობით? სიცილით ჰკითხა ელამ. 

-დაახლოებით კი. სარამაც ღიმილით დაუბრუნა პასუხი. 

The Truth UntoldWhere stories live. Discover now